{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4400?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4400?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4400?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4400",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4400,
    "ID" : 4400,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  ",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის ჩამოყალიბებისათვის და უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში.\nშენობა 1 სართულიანია, თუმცა მიწის დონეების სხვადასხვაობის გამო სახლი ფასადის ნაწილში და ეზოს მხრიდან 2 სართულიანია. გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. გადახურვა ლითონისაა. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს რენესანსის, ბაროკოსა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით და წარმოადგენს სარკმელების რითმულ წყობას, დაგვირგვინებულს ყრუ დეკორირებული პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია, პირველი სართული დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით არის მოპირკეთებული, ცოკოლი კი ბაზალტის ფილებით. შენობის ცენტრალური ნაწილი შემაღლებულია, დაგვირგვინებულია პარაპეტით, ღიობები თაღოვანია და  პილასტრებიც უფრო გრძელია ვიდრე განაპირა მხარეებისა.  საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე და ნახევარსარდაფში გახსნილია ორი მაღაზია, ამიტომ სარკმელები და სარდაფში ჩასასვლელი არის ჩაჭრილი და მოწყობილია კარები.  საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები: ღიობების პროფილირებული საპირეები, სანდრიკები და კარნიზები მათი ჰორელიეფური კრინშტეინებით, კარნიზის იონიკები, თაღოვანი ფრონტონები მათი დეკორით და გირლანდები. \nსადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია, მისი დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს მარმარილოს კიბე და იატაკის დეკორი, ასევე ხის ყრუ კარი. სადარბაზოდან შესაძლებელია ეზოს მხარეს არსებულ ხის გალერეისებრ შუშაბანდზე და აივანზე მოხვედრა. \nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდის და აივნის კომპოზიციით, ჭვირული მოაჯირის დეკორითა და კაპიტელებით დაბოლოვებული ხის სვეტებით. შუშაბანდი და აივანი დაგვირგვინებულია ხისავე კარნიზით.  ეზოს ფასადს აქვს ორი  სხვადასხვა ზომის მინაშენი ორივე სართულის დონეზე (ერთი დიდი ზომის მინაშენი ქიქოძისა და ლორთქიფანიძის ქუჩების გადაკვეთაზე მოზრდილი ტერასით, მეორე კი შიდა ეზოს ფასადზე ლითონის კიბით) და მომიჯნავე სახლის კედელზე მიდგმული ცალკე მდგომი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. \nსახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქიქოძის ქუჩის მხრიდან შელესილ კედლში დატანებული ლითონის ჭიშკრით.\nშენობის სარდაფი არის შეულესავი აგურით ნაგები, მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,5-2,8 მ-ია. სარდაფში ჩასასვლელი არის, როგორც ეზოს მხრიდან, ასევე ქუჩის მხრიდან არსებული მაღაზიებიდან.  მაღაზიის ინტერიერში გაკრულია მეტალოპლასტმასის პანელები და ვერ გაირჩევა ავთენტური ნაწილების არსებობა.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4890",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ქიქოძე გერონტის ქ./7.ლერმონტოვის ქ./6",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.797998100000001,
    "Y" : 41.690929420000003
  }
}