CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 43
ObjectID: 43
ID: 43
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: XIX ს-ის დასაწყისის სახლი, ერეკლე II-ს მოედანზე, ეზოს სიღრმეში დგას. ეზო თუჯის მოაჯირით არის მოზღუდული. სახლი ორსართულიანია, ძველი აგურით ნაგები, ფასადები შელესილია თეთრად. მთავარი ფასადის კომპოზიცია სადა და სიმეტრიულია. სართულები ერთმანეთისაგან სადა კარნიზით არის გამოყოფილი. შუა ღერძსა და განაპირა ნაწილებში, ლითონის ნაჭედი აივნებია შეკიდული, რომლებიც აჟურულ, მსუბუქ კონსოლებს ეყრდნობა. განაპირა აივნები სიბრტყიდან შეღრმავებულ მართკუთხა არეებზეა მოთავსებული. მათ შორის თანმიმდევრულად არის განაწილებული სარკმლები. ღიობები მაღალი, თაღოვანი ზღუდარებით არის წარმოდგენილი. საფასადე კომპოზიციას რამდენიმესაფეხურიანი სადა კარნიზი ასრულებს.
გვერდითა ფასადები მეტ-ნაკლებად დაუნაწევრებელია. ორი სარკმელი მასიურ კარნიზებს შორის არის მოთავსებული. კომპოზიციას მაღალი სამკუთხა ფრონტონი აგვირგვინებს, რომელშიც წრიული ღიობია დატანილი. ეზოს მხარეს სახლს ძველი კარ-სარკმლები შემორჩა, თაღოვანი პროფილირებული თავსამკაულით. ხის აივნები სახეცვლილია (ბეტონი, ლითონი).
ინტერიერი თითქმის ავთენტურია - ძველი ხის იატაკებითა და შელამფული ჭერით, ხის თახჩებითა და კედლის ბუხრებით. სახლს მაღალი ნახევარსარდაფი აქვს.
სახლის წინ, მოედნისაკენ, კურდონერის ტიპის ბაღია განთავსებული, რომელიც დღეის მდგომარეობით ფსევდოკლასიცისტური ლითონის ცხაურით ისაზღვრება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 114
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ელ. ახვლედიანი/2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს. I ნახევარი
InitialFunction: საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47435856
Y: 41.91680049