CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4398
ObjectID: 4398
ID: 4398
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა სამოქალაქო სახეობისაა, გეგმარებით ხაზოვანია, სრული სართულების რაოდენობა ოთხია. კედლების მასალად გამოყენებულია აგური. მთავარი ფასადით შ. ღამბაშიძის ქუჩაზე გადის. ოდნავ დაფერდებულ რელიეფზე მდებარეობის გამო, შენობის სარდაფის სართული დიაგონალურად ჩამოჭრილია და მხოლოდ ნახევრადაა მიწის ქვეშ მოქცეული, სარდაფის კედელი შელესილია. აღნიშნულ კედელში რამდენიმე სწორკუთხა ღიობია. მარჯვენა, განაპირა, საკონდიტროს კუთვნილი ფანჯარა ყველაზე დიდია. ფასადის მარჯვენა, განაპირა ნაწილში შებრტყელებულთაღოვანი გადახურვის მქონე, ეზოში გამავალი, დიდი ზომის გვირაბია. ქუჩის გასწვრივ ჰორიზონტალურად წაგრძელებული, ერთიანი, აგურის წყობით შექმნილი მთავარი ფასადის სიბრტყე თანაბარი რიტმით ნაწევრდება. პირველ და მესამე სართულზე სწორკუთხა ღიობებია, მესამეზე და მეოთხეზე კი მათ შებრტყელებული თაღის ფორმა აქვთ. პირველ სართულზე მარცხნიდან მარჯვნივ მესამე და მერვე ღიობი კარისაა, ორივე მათგანი ემსახურება შესაბამის ნაწილებში განთავსებულ სადარბაზოებს. ორივე კარი გვერდებში ფლანკირებულია გეგმით სწორკუთხა, სადა პილასტრებით, რომლებიც მთელი ფასადის აყოლებაზე გრძელდება და ფასადის სიბრტყის ერთადერთ, ვერტიკალურად დამანაწევრებლებად გვევლინება.
მეორე, მესამე და მეოთხე სართულზე, მარცხნიდან მარჯვნივ, პირველი, მეოთხე, მეშვიდე და მეათე ღიობი კარისაა. ყოველ მათგანს ლითონის სადა მოაჯირის მქონე აივანი აქვს მიდგმული. ფასადი დასრულებულია სამ საფეხურიანი, აგურის წყობით გამოყვანილი კარნიზით. კარნიზის თავზე პარაპეტია. ზემოთ ხსენებული, ვერტიკალური პილასტრები პარაპეტის ფარგლებშიც გრძელდება, მათ შორის არსებულ კედლებში კი მართკუთხა უბეებია მოთავსებული. პარაპეტის დანარჩენი კედლები გლუვია. შენობის მარჯვენა, განივი კედელი მეზობელ სახლს ებჯინება. მარცხენა კი გახსნილია და მის გასწვრივ გასასვლელია მოწყობილი. უკანასკნელის პერპენდიკულარულად მოთავსებულია N183 საჯარო სკოლის ჭიშკარი. ეზოს მხარეს სახლს მიშენებილი აქვს სახვადასხვა ზომის ლოჯიები, მხოლოდ ფასადის მარჯვენა მხარეს მეტ-ნაკლებად, შემორჩა თავდაპირველი შუშაბანდები. სახლი აგებული უნდა იყოს XX საუკუნის 50-იან წლებში. მას აქვს დაბალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება. მთავარი ფასადის გადაწყვეტაში, მართალია ძალიან შორეულად, თუმცა შეინიშნება კონსტრუქტივიზმის ნიშნები.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ღამბაშიძე შალვას ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78446528
Y: 41.70885487