ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4393
ObjectID: 4393
ID: 4393
Name: პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი
FullName: ეკონომიკის ინსტიტუტი
ComplexName:
Description: ორსართულიანი სახლი დგას ძველი თბილისის უბანში. აშენებულია XIX საუკუნის ბოლოს. მისი ფასადი ცენტრალურ სიმეტრიულ პრინციპზეა აწყობილი. სახლი დგას დაბალ ცოკოლზე და ღიავარდისფრადაა დაფერილი, არქიტექტურული დეტალები კი აქცენტირებულია თეთრად. პირველი სართულზე უორნამენტო თარაზული ფორმის სარკმლებია ჩამწკრივებული, სადაც ფასადი გაფორმებულია თეთრი ფერის საჭექი ქვებით. მეორე სართულზე კი თარაზული ფორმის სარკმლების ღიობები აქცენტირებულია სხვადასხვა ორნამენტული მორთულობით. აქ განაპირა სარკმლებზე თხელი, ორნამენტული არშიაა, ფასადის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სარკმლების თავსართები და ღიობები კი დატვირთულია ორნამენტული დეკორით. სარკმლებს ამშვენებს სხვადასხვა პროფილის თარო სანდრიკებით გაფორმებული მორთულობანი. სარკმლებს შორის სივრცეები კი შევსებულია პილასტრებით. მათზე მკაფიოდ აღიქმება დორიული ორდენი, რომელზეც მცენარეული მოტივებია გამოსახული. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორნამენტული სარტყლით. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის ორქანობიანი საბურავით. შენობის მარჯვენა მხარეს მოწყობილია სადარბაზო, მოხარატებული ხის კარითა და წინფარით. სადარბაზოს ვესტიბიული სახეცვლილია. სახლის განაპირას, მარვხენა კუთხეშო ნახევარწრიული ფორმის გვირაბია მოწყობილი, ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით.. ეზოს მხრიდან სახლი სახეცვლილია, მრავლად შეინიშნება უხარისხოდ შესრულებული მინაშენები, დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. ეზოს მხრიდან სახლს აქვს პატარა ბაღი, რომელიც გამიჯნულია ლოთონის ღობით. ნაგებობა დასრულებულია ბალუსტრადით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5029
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქიქოძე გერონტის ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>მეცნიერებითა აკადემია; ფუნქციის გარეშე;საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79883035
Y: 41.69006847