CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4392
ObjectID: 4392
ID: 4392
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში – სოლოლაკში. ნაგებობა აშენებულია XIX საუკუნის დასასრულს. სტრუქტურულად კარგად გამართულია და ჩაწერილია ქუჩის განაშენიანებაში. ფასადი მორთულია ფსევდორენესანსული დეტალებით. სახლი ცოკოლის გარეშე დგას. პირველ სართულზე, მარტივი თარაზული ფორმის სარკმლებია. დაფერილი სიბრტყე თარაზულად არის დალიანდაგებული თანაბარი სიმაღლის ზოლებით. სახლი ღია ნაცრისფერადაა დაფერილი, არქიტექტურული დეტალები კი ცისფრადაა აქცენტირებული. მეორე სართულზე თარაზული ფორმის სარკმლებია, სარკმელთა მოჩარჩოება შემკულია მცენარეული ორნამენტებით და დასრულებულია სტილიზებული წარბით. მესამე სართულზეც თარაზული ფორმის სარკმლებია. სარკმლებს ქვემოთ, ფასადი შევსებულია მცენარეული ორნამენტით – აქ ყვავილების რელიეფური გამოსახულებაა. ფასაფის ცენტრალურ ნაწილში, სარკმლებს გარს ევლება რელიეფური ჩარჩო. პირველი და მეორე სართული გამიჯნულია ორნამენტული სარტყლით. ნაგებობა ზევით შეკრულია პროფილირებული ლავგარდანის სისტემით და გადახურულია თუნუქის საბურავით. ლავგარდანს ძირზე ფრიზი დაუყვება. ფრიზი გაფორმებულია მცენარეული ორნამენტებითა და მასკარონებით. მის ზემოთ კი სტანდარტული პარაპეტია. საცხოვრებელი სახლის მეორე და მესამე სართულზე შემორჩენილია ლითონის ჭვირული აივნები. პირველ სართულზე მართკუთხა მარტივი სადარბაზო ღიობია. სადარბაზოს ვესტიბიული სახეცვლილია. ახლიდანაა შელესილი. აქ შემორჩენილია ფერადი მოზაიკის იატაკი, მარმარილოს კიბე, ლითონის მოაჯირი. სადარბაზოს მესამე სართულზე, ზემოთ ჭერში არის შემორჩენილი მხატვრობა. აქ გამოსახულია რომანტიკული ხასიათის პეიზაჟი, შემკული მცენარეული მოტივებითა და კუპიდონებით. ნაგებობის მარცხენა მხარეს კი ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია მოწყობილი, ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. ეზოს მხრიდან სახხლ დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. აქ მრავლად გვხვდება შეუსაბამო მინაშენები. თითქმის აღარ არსებობს თბილისური საცხოვრებელი სახლისთვის დამახასიათებელი ხის, ღია აივნები. აივნების უმეტესობა ამოშენებულია ცემენტით. ხის, ღია აივანი, რიკულებიანი მოაჯირით შემორჩენილია მხოლოდ სახლის მესამე სართულზე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4122
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დადიანი შალვას ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80179534
Y: 41.69181517