{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4391?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4391?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4391?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4391",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4391,
    "ID" : 4391,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  კოჯრის ქუჩა 9",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. უჭირავს რიგითის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.\nშენობა 1 სართულიანია, თუმცა მიწის დონეების სხვადასხვაობის გამო გარკვეულ ნაწილში 2 სართული ფიქსირდება. გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. გადახურვა ლითონისაა. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს ბაროკოსა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით და წარმოადგენს სარკმელების რითმულ წყობას, დაყოფილს კანელურებიანი იონური კაპიტელებით შემკული პილასტრებით. ფასადი შელესილი და შეღებილია, ნახევარსარდაფი და ცოკოლის სართული მოპირკეთებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით და ბაზალტის ფილებით. ფასადის გამორჩეული ელემენტია ორი განაპირა აივანი მეორე სართულის დონეზე, რომლებიც შემკულია კანელურებიანი იონური ორდერებით, ბალუსტრიანი მოაჯირებით, პროფილირებული კარნიზებითა და ნახევრადწრიული ფრონტონებით. აივნების ქვეშ ატლანტების დეკორატიული ქანდაკებებია განთავსებული. ერთი აივნის ქვეშ სადარბაზოს კარებია, მეორეს ქვეშ კი ეზოში შესასვლელი თაღი ლითონის მოჩუქურთმებული ჭიშკრით. ფასადის ცენტრალურ ნაწილში არის მესამე ლითონის აივანი, ჩუქურთმიანი მოაჯირით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, გვხვდება ღიობების პროფილირებული საპირეები, ფრონტონებიანი სანდრიკები ჰორელიეფური კრინშტეინებით, პროფილირებული კარნიზი, კრონშტეინებითა და იონიკებით, დეკორატიული საჭექი ქვები ქალისა და ზღაპრული არსების სახის გამოსახულებით.\nსადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია, მისი დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და მოაჯირი, ასევე ინტერიერის მცირე პლასტიკა და შუქფარანი, რომელიც დახურულია და დღის სინათლე არ ჩამოდის. სადარბაზოდან შესაძლებელია ეზოს მხარეს არსებულ ხის გალერეისებრ შუშაბანდზე და აივანზე მოხვედრა. საინტერესოა შესასვლელი ხის კარების კომპოზიციური გადაწყვეტა, თაღოვანი ფრამუგით, ლითონის ცხაურებით და ბაროკალური დეკორით. ეზოს მხრიდან სახლს აქვს კიდევ ერთი სადარბაზო, ხის კიბითა და მოაჯირებით.\nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია. აღსანიშნავია მოაჯირებისა და სვეტების თავსართების ჭვირული დეკორი, ფართე კრონშტეინებიანი ლავგარდანი, ასევე თავად სვეტებისა და კაპიტელების დამუშავება.  \nსაცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან კედლში დატანებული თაღოვანი გასასვლელის მეშვეობით.\nშენობის ნახევარსარდაფები გამოყენებულია საცხოვრებელ ფართებად, ხოლო სარდაფი შეულესავი აგურით არის ნაგები და მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,5მ-ია. სარდაფში ჩასასვლელი არის ეზოს მხრიდან. .\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4534",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "კოჯრის ქ./9",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.794237600000002,
    "Y" : 41.689176340000003
  }
}