ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4390
ObjectID: 4390
ID: 4390
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი დგას ძველი თბილისის ისტორიულ უბანში. ეს არის სტრუქტურულად კარგად გამართული და მორთული ფასადის მქონე, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი.. ნაგებობა მთლიანად კრავს ქუჩის პერიმეტერს ლეონიძის ქუჩისა და მაჩაბლის ქუჩას შორის. ნაგებობის პირველ სართულზე თავიდანვე ფართო ღიობებიანი სავაჭრო მოცულობები იყო გამართული. მეორე სართულის სარკმლები გაწყობილია ფსევდორენესანსული ელემენტებით. შენობის პირველი სართულის ფასადი ღია ვარდისფრადაა დაფერილი.ADარქიტექტურული დეტალები კი თეთრი ტონებითაა აქცენტირებული. მეორე და მესამე სართულები ბაც ვარდისფრადაა დაფერილი, ფასადი მორთულია საჭექი ქვებით. ზედა ორ სართულზე მარტივი, თარაზული ფორმის სარკმლებია. სარკმლის თავსართები გაფორმებულია მცირე ორნამენტული დეკორით. მეორე სართულზე ლითონის კიდული, ჭვირულმოაჯირიანი აივანებია. პირველ სართულის თავდაპირველი სახე თითქმის მთლიანად შეცვლილია. სახლს ლეონიძის მხრიდან აქვს ერთი სადარბაზო. სადარბაზოს ვესტიბიული ახლიდანაა შელესილი, შემორჩენილია მოზაიკის, ჭადრაკისებური იატაკი და ხის კიბეები ლითონის ცხაურიანი მოაჯირით. პირველ სართულზე ეზოში შესასვლელი მრუდწრეთარგიანი `გვირაბია~ ლითონის ჭიშკრით. ეზოს მხრიდან სახლს დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი ღია აივნების უმეტესობა შელესილი და ამოშენებულია. შემორჩენილია ხის, მოხარატებული მოაჯირი. სახლის სხვენზე მოგვიანებით დამატებულია მცირე ზომის მოცულობები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4555
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლეონიძე გიორგის ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური; კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79931968
Y: 41.69216576