CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4389
ObjectID: 4389
ID: 4389
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი ლეონიძე გიორგის 10
Description: აგურით ნაშენი სტრუქტურულად კარგად გამართული და მორთული ფასადის მქონე, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას თბილისის ისტორიულ უბანში – სოლოლაკში. ნაგებობა ცოკოლის გარეშეა. სახლი თავდაპირველად დაფერილი უნდა ყოფილიყო კრემისფერა, თუმცა დღეს ნალესობა ჩამოცვენილია. სარდაფის სართული სრულად გამოდის ქუჩის მხარეს, სადაც კომერციული დანიშნულების მოცულობებია მოწყობილი, სარკმლები, უორნამენტოა და თარაზული ფორმისაა. ნაგებობის ზედა სართულებზე რთულპროფილიანი სარკმლებია ჩამწკრივებული, რომლებიც თარო სანდრიკებითაა გაფორმებული. სარკმლები სტილიზებულ რაფებზეა შემომდგარი. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორნამენტული სარტყლით. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის საბურავით. შენობის კუთხის ორივე ფასადზე შეწყვილებული სარკმლებია, რომლებიც ნახევარწრიულ თაღედშია მოქცეული. სარკმლის თავსართები აქაც გაფორმებულია თარო სანდრიკებითა და არქივოლტებით. პირველ სართულზე, მარცხენა მხარეს ეზოში შესასველი ნახევარწრიული ფორმის გვირაბია მოწყობილი, ლითონის ჭვირული ცხაურიანი ჭიშკრით. გვირაბში, მარჯვენა მხარეს მოწყობილია სადარბაზო. სადარბაზოს ვესტიბიული თავდაპირველი სახისაა, აქ მცირედ არის შემორჩენილია ჭადრაკისებური მოზაიკის იატაკი და კიბის უჯრედი. ეზოს მხრიდან ნაგებობა სახეცვლილა და დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. სართულებს შორის არსებული ღია დერეფნები შემინულია და დამატებით საცხოვრებელ მოცულობებათაა გამოყენებული. ეზოში, აღსანიშნავია მარცხენა ფლანგში მიდგმული ლითონის, წრიული კიბე. აგურით ნაშენი სტრუქტურულად კარგად გამართული და მორთული ფასადის მქონე, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას თბილისის ისტორიულ უბანში – სოლოლაკში. ნაგებობა ცოკოლის გარეშეა. სახლი თავდაპირველად დაფერილი უნდა ყოფილიყო კრემისფერა, თუმცა დღეს ნალესობა ჩამოცვენილია. სარდაფის სართული სრულად გამოდის ქუჩის მხარეს, სადაც კომერციული დანიშნულების მოცულობებია მოწყობილი, სარკმლები, უორნამენტოა და თარაზული ფორმისაა. ნაგებობის ზედა სართულებზე რთულპროფილიანი სარკმლებია ჩამწკრივებული, რომლებიც თარო სანდრიკებითაა გაფორმებული. სარკმლები სტილიზებულ რაფებზეა შემომდგარი. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორნამენტული სარტყლით. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის საბურავით. შენობის კუთხის ორივე ფასადზე შეწყვილებული სარკმლებია, რომლებიც ნახევარწრიულ თაღედშია მოქცეული. სარკმლის თავსართები აქაც გაფორმებულია თარო სანდრიკებითა და არქივოლტებით. პირველ სართულზე, მარცხენა მხარეს ეზოში შესასველი ნახევარწრიული ფორმის გვირაბია მოწყობილი, ლითონის ჭვირული ცხაურიანი ჭიშკრით. გვირაბში, მარჯვენა მხარეს მოწყობილია სადარბაზო. სადარბაზოს ვესტიბიული თავდაპირველი სახისაა, აქ მცირედ არის შემორჩენილია ჭადრაკისებური მოზაიკის იატაკი და კიბის უჯრედი. ეზოს მხრიდან ნაგებობა სახეცვლილა და დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. სართულებს შორის არსებული ღია დერეფნები შემინულია და დამატებით საცხოვრებელ მოცულობებათაა გამოყენებული. ეზოში, აღსანიშნავია მარცხენა ფლანგში მიდგმული ლითონის, წრიული კიბე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4546
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლეონიძე გიორგის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1851
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79907748
Y: 41.69222012