ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4388
ObjectID: 4388
ID: 4388
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. სრული სართულების რაოდენობა არის ორი, თუმცა ეზოს მხრიდან სართულების რაოდენობა სამია. ნაგებობის ფასადი ცენტრალურ სიმეტრიულ პრინციპზეა აგებული. სახლი ცოკოლის გარეშე დგას. ნაგებობა მთლიანად რუსტირებულია. ნაგებობის ზედა ორი სართული შელესილია და დაფერილია მუქი ნარინჯისფრად. პირველი სართული კი დაფერილია ღია ნაცრისფრად. ორივე სართულზე სარკმელთა ღიობებია ჩამწკრივებული. ქვემოთ თარაზული მარტივი ფორმის სარკმლებია, ცენტრში გაფორმებული სტილიზებული ორნამენტით. მეორე სართულზე სარკმლებს მრუდწრეთარიგიანი ზედანები აქვს, ზედანებზე სტილიზებულ კრონშტეინებიანი თარო სანდრიკებია შემომდგარი. აქ შემორჩენილია ლითონის, ჭვირულ მოაჯირიანი აივნები. სართულები ერთმანეთისგან გამოიყოფილია პროფილირებული სარტყლით. მეორე სართულის სარტყლები გაფორმებულია მცენარეული ორნამენტით. ნაგებობა დასრულებულია პროფილიანი ლავგარდანითა და პარაპეტით. ნაგებობის პირველი სართულის მარცხენა ფლანგზე ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია მოწყობილი, ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. სახლის მარჯვენა მხარე კი თაღოვანი სადარბაზოა მოწყობილი, ხის მოხარატებული ტიმპანიანი კარით. სადარბაზო უხარისხოდაა შელესილი. სადარბაზოში შემორჩენილია ძველი, თანადროული მარმარილოს კიბე და ლითონის ჭვირული მოაჯირი. დღეს ნაგებობა დაზიანებული და ავარიულია. ეზოს მხრიდან სახეცვლილია და დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. ბევრ ადგილას შეინიშნება უსახურო მინაშენები. აქ მცირედითაა შემორჩენილი თბილისური სახლებისათვის დამახასიათებელი მოხარატებული ღია აივნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4558
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლერმონტოვის ქ./14.მაჩაბელი ივანეს ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური; სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80012016
Y: 41.69106255