CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4386
ObjectID: 4386
ID: 4386
Name: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექცია (III კორპუსი)
FullName: საჯარო ბიბლიოთეკის დირექცია გუდიაშვილი ლადოს 7/ფურცელაძე ანტონის 10
Description: მ. ოჰაჯანოვისა და რ. გოლენიშჩევის პროექტით აგებული, ყოფილი ბანკისა და დღეისათვის ბიბლიოთეკის შენობა, ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული. ლ. გუდიაშვილის ქუჩის მიმყოლი ფასადი კუთხეს მრგვალად შემოწერს და ა. ფურცელაძის ქუჩისაკენ ეშვება. შენობის ასიმეტრიული ექსტერიერი ხუროთმოძღვრული ელემენტებით უხვად არის შემკული. ქვის, რუსტირებულ ცოკოლზე შემდგარი ნაგებობის, გუდიაშვილის ქუჩისკენ მიმართული ფასადზე, განაპირა მხარეს, მძლავრი წყვილი, წრიული გეგმარების, კოლონებით მონიშნულია პორტიკი, რომელსაც მართკუთხა ღიობებით დანაწევრებული ატიკი ასრულებს. სვეტებს შორის დიდი ზომის, მოდერნის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი სურათის მქონე რკინის ცხაურებით შემკული კარია დატანილი, რომელსაც დაბალი რკალის მქონე თარო და მის ქვეშ მოთავსებული გირლანდა ამკობს. კარის თავზე, მეანდრული კარნიზით, დიდი ზომის თაღოვანი ფანჯარაა გამიჯნული. აღწერილი კომპოზიცია ტიმპანიანი სარკმლის გიგანტურ სურათს მოგვაგონებს. კედლების დაუნაწევრებელი სეგმენტები მცენარეული, ვრცელი კომპოზიციებით არის გაფორმებული. პორტიკის ორსავ მხარეს, მაღალ კრონშტაინებს დაყრდნობილი, სამკუთხა ფრონტონებით შემკული სარკმლებია დატანილი. ფასადის მარცხენა განაპირა მხარეს, მონიშნულია ბურთულაკებიანი ატიკით დასრულებული რიზალიტი, რომელშიც ეზოში შესასვლელი გვირაბია გაჭრილი. რიზალიტსა და პორტიკს შორის სარკმლების თანმიმდევრული მწკრივებია მოთავსებული. ისინი საჭექი ქვებითა და გირლანდებით არის შემკული. ქუჩათა შეყრის შემომწერ მომრგვალებულ კუთხეს, ბალუსტრადით შემოსაზღვრული, მორკალული აივანი ერთვის, რომელიც მძლავრ კონსოლებზეა დაყრდნობილი. ფურცელაძის ქუჩისაკენ მიმართული ფასადი ორი, ქუჩისპირა და უკან, სიღრმეში აღმართული ფლიგელებისაგან შედგება. პირველ მათგანზე ერთმანეთის საპირისპირო მხარეს განლაგებული მსუბუქი რიზალიტებია წარმოდგენილი. მარჯვენა რიზალიტში სადა წინფრით შემკული კარია მოთავსებული. რიზალიტის მეორე სართულზე, სამკუთხა ფრონტონით გაფორმებული სარკმელი, მესამეზე კი შეუმკობელი ფანჯრებია მოთავსებული. მათ შორის ღიობების თანმიმდევრული რიგია მოქცეული. უკანა პლანზე აღმართულ ფლიგელის ფასადს, გიგანტური, ორი სართულის სიმაღლის, პორტიკის განმსაზღვრელი კოლონადების მსგავსი პილასტრები და მათ შორის მოთავსებული რკალური თუ სწორკუთხა სარკმლები წარმოადგენს. ნახევარსვეტებისა და ღიობების თანმიმდევრული მონაცვლეობა ექსტერიერს რიტმულს ხდის. თაღოვან სარკმლებს მცენარეული გირლანდებში გახვეული საჭექი ქვები ამკობს. სწორკუთხა ფანჯრები არ-ნუვოს არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მართკუთხედებისა და წრეების ერთიანი, სადა კომპოზიციებით არის გაფორმებული. გირლანდებითვეა შემკული პილასტრებისა და კოლონების კაპიტელები. აღსანიშნავია შენობაში, ცენტრში მოთავსებული პარადული კიბე, რომელიც ქვის ბალუსტრადებით არის შემოსაზღვრული. ნაგებობა ეზოს შემცველია. მისკენ მიმართულია ორი ფლიგელის ერთმანეთისაგან განსხვავებული ფასადები. ერთი მათგანი აგურის შეულესავი, გიგანტური პილასტრებისა და სარკმლების მონაცვლეობით შექმნილი კომპოზიციას წარმოადგენს, მეორე კი - სადა, საჭექი ქვით გაფორმებულ ფანჯრების მწკრივს. ეზოსკენა ფასადს კბილანებიანი კარნიზი ასრულებს. ფანჯრების რიგში მოთავსებულ ცრუ სარკმელზე, შენობის აგების თარიღია მითითებული. ეზოს მხარეს, გვირაბის გაყოლებაზე, ძირითად ნაგებობას დამატებითი, თანამედროვე ფლიგელი ერთვის. აღწერილი ნაგებობა თბილისური მოდერნის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. მისი უხავად, თუმცა გააზრებულად შემკული ფასადი საზეიმო, პომპეზურ თვისებებს შეიცავს. სამკაული იმდენად სწორად არის განაწილებული, რომ ფასადი გაწონასწორებული, მშვიდი, ჩანს. ნაგებობა, მიმდებარედ აღმართულ სხვა მასშტაბურ შენობებთან ერთად, თითქოს ერთიან ანსამბლს ქმნის და ქუჩათა თუ კვარტლების გარკვეული მონაკვეთის მხატვრულ-გეგმარებით სახეს კარგად განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4097
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ფურცელაძე ანტონის ქ./10.გუდიაშვილი ლადოს ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1907წ.
InitialFunction: ადმინისტრაციული>>ბანკი;
CurrentFunction: კულტურა>>ბიბლიოთეკა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80078368
Y: 41.6971186