ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4383
ObjectID: 4383
ID: 4383
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დგას ძველი თბილისის უბანში. სახლი სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში. ნაგებობის ფასადი ცენტრალურ-სიმეტრიულ პრინციპზეა აგებული. ნაგებობა სტრუქტურულად კარგად გამართული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც გაწყობილია ფსევდორენესანსული ელემენტებით. სტრუქტურულად შენობა ჩართულია ქუჩის პერიმეტრის მწკრივულ განაშენიანებაში. შენობა ტიპურია ამ უბნის სხვა ნაგებობებს შორის. სახლი დგას მძლავრ ცოკოლზე. ზევით შეკრულია რთულპროფილიანი ლავგარდანის სისტემით. შენობის კედლები დაფერილია მუქვარდისფრად, ცოკოლის სართული კი რუხი ქვით არის აქცენტირებული. თუმცა ზოგიერთ ადგილას ახლიდან არის შეღებილი, რაც ნაგებობას უკარგავს თავდაპირველ იერს. ზედა ორ სართულზე სანდრიკებიან სარკმელთა რიგებია. სახლის პირველი სართულის პერიმეტრზე თარაზული მარტივი ფორმის სარკმლები მიუყვება, მეორე სართულზე კი სარკმლის თაღები ნახევარწრიული მოყვანილობისაა და დასრულებულია ორნამენტული არშიებით. საცხოვრებელი სახლის სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორნამენტული სარტყლით. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე შემორჩენილია ლითონის, ჭვირულ მოაჯირიანი აივნები. ნაგებობა გადახურულია თუნუქის საბურავით. ნაგებობის მარჯვენა მხარეს მოწყობილია სადარბაზო.სადარბაზოს ვესტიბიული სახეცვლილია, იგი მთლიანად, ახლიდანაა შელესილი და დაკარგული აქვს თავპაპირველი იერი. სახლის მარცხენა მხარეს, კუთხეში ეზოში შესასვლელი ჭიშკარია. ეზოს მხრიდან სახლს დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. აქ მრავლად გვხვდება შეუსაბამო მინაშენები. მცირედითაა შემორჩენილი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი ხის მოხარატებული აივნები. უმეტესობა ასეთი აივნების შემინულია და დამატებით საცხოვრებელ მოცულობადაა გამოყენებული. სახლის, ცოკოლის სართულზე, დღეს კომერციული დანიშნულების მოცულობებია მოწყობილი, რაც ნაგებობისთვის შეუსაბამოა და უკარგავს ღირებულ მნიშვნელობას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4634
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მაჩაბელი ივანეს ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80016073
Y: 41.69032282