{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4380?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4380?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4380?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4380",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4380,
    "ID" : 4380,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სახლი აგურისგან არის ნაგები, შელესილია და ოქრისფრადაა შეღებილი. ის ორსართულიანია და კუთხის შენობაა, მთავარი ფასადი მთაწმინდის ქუჩის მხარეს გამოდის. ეს კედელი პილასტრების მეშვეობით ოთხ მონაკვეთად იყოფა. პილასტრები ორივე სართულს გასდევს, კანელურებიანია და შემდგარია მაღალ სადა ბაზისებზე. პირველი სართული სწორკუთხა სარკმლების უწყვეტი მწკრივისგან შედგება (მარჯვნიდან მეორე ნიშაა). მათ თავზე დეკორატიული საჭექი ქვაა გამოყოფილი, ქვემოთ კი ყველა ღიობთან თითო რუსტია ჩასმული. სახლს აქვს სარდაფი, მისი გარკვეული ნაწილი (მარცხენა მხარე) მიწის ზემოთ არის მოქცეული. რაც შეეხება ზედა, მეორე სართულს, ესეც იგივე ფორმისა და დეკორის უწყვეტი სარკმლების მწკრივისგან შედგება. ცენტრიდან მარცხნივ კი სამი ღიობი ხის აივანშია მოქცეული. აივანი სამმხრივ ღიაა და გადახურვა წრიულ სვეტებს ეყრდნობა. სვეტებს ზემოთკენ ხის ცხაური ამშვენებს, რაც თაღებს ქმნის. აივნის ზედა და ქვედა კარნიზები ხეში გამოჭრილი გეომეტრიული ორნამენტებით არის გაფორმებული; მოაჯირი ჩუქურთმის გარეშეა დატოვებული და სადაა. აივანი ოთხ დაჩუქურთმებულ კრონშტაინს ეყრდნობა, ისინი ქვედა სართულის სარკმლებს შორისაა მოქცეული. ნაგებობა ზემოთკენ პარაპეტით სრულდება. მისი მოპირკეთება მთლიანად ჩამოცვენილია და მოგვიანო ნალესობის კვალი ემჩნევა. პარაპეტის ქვეშ მცირე რელიეფური ხაზებისგან შემდგარი კარნიზია, რასაც ქვემოთკენ სადა ლილვი და კბილანების მწკრივი მოსდევს. ნაგებობის მეორე ფასადი, რომელიც დ. ჭონქაძის ქუჩაზე გადის სადაა. აქ გაჭრილია მხოლოდ რამდენიმე ღიობი და ისინიც დეკორის გარეშეა წარმოდგენილი. ამ ფასადს მარცხენა მხარეს დაბალი მიშენება აქვს, რომელიც მოგვიანოა და არც მთლად ახალი არ უნდა იყოს. მთავარი ფასადის მარცხენა მომიჯნავე კედელზე კრონშტაინებზე შეყენებული ხის სადა შუშაბანდია მოწყობილი, რომელსაც არანაირი დეკორი არ გააჩნია. რაც შეეხხება უკანა ფასადს, ეს კუთხის ფორმისაა და ორივე სართულზე, მთელ სიგრძეზე გამართული აივნებითაა გამშვენებული. აივნების გადახურვები სადა სხვეტებს ეყრდნობა, მოაჯირი კი რომბისებურად დაწყობილი ხის ძელებისგანაა შედგენილი. რაც შეეხება სარდაფს, ამ მხარეს მისი უმეტესი ნაწილი მიწის ზემოთაა მოხვედრილი და განიერი სარკმლების მწკრივით გამოდის ფასადზე. ეს ნაწილი ახლა საცხოვრებლად გამოიყენება. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4677",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მთაწმინდის ქ./8.ჭონქაძე დანიელის ქ./",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.791935899999999,
    "Y" : 41.69613511
  }
}