{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4379?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4379?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4379?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4379",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4379,
    "ID" : 4379,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სახლი ორსართულიანია და აგურით არის ნაგები, მთავარი ფასადი შელესილია, მთელი ზედაპირი კი რუსტირებულია. კომპოზიცია სიმეტრიულია, შუა ნაწილი საერთო სიბრტყიდან ამოწეულია და რიზალიტს წარმოადგენს. რიზალიტის ქვედა სართულში კარია გაჭრილი; ხის კარს ორნამენტირებული წინფრა ამშვენებს. კარის თავზე სარკმლის ღიობია; რიზალიტის კიდეებში პილასტრებია ჩასმული, რაც კიდევ უფრო მკვეთრად გამოყოფს ფასადის ამ ნაწილს საერთო სიბრტყიდან. ქვედა სართულზე, კარის ორსავ მხარეს ოთხ-ოთხი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმელი სწორკუთხავე ფორმის მოჩარჩოებაშია მოქცეული და ზემოდან გადატარებულია კედლის რუსტირება. ღიობებს ზემოთ დეკორატიული საჭექი ქვებია ჩასმული. მეორე სართულის ყველა სარკმლის ქვეშ თითო რუსტია მოთავსებული. ყველა სარკმლის დეკორი იდენტურია. ზედა სართულის კომპოზიციას აწონასწორებს ორი აივანი, რომლებიც რიზალიტიდან თითო ღიობის გამოტოვებით არის მოწყობილი. აივნებს რკინის ორნამენტულ ცხაურებიანი მოაჯირები ამშვენებს. ფასადის ზედა ნაწილი რუსტების ფრიზითა და რამდენიმე რელიეფური ხაზისგან შემდგარი კარნიზით სრულდება. რიზალიტის თავზე კი პარაპეტია, რომელიც სადად, სამი რუსტითაა გაფორმებული. \nსადარბაზოში ძველი ხის კიბეა შემორჩენილი და ეს სივრცე ბუნებრივი განათებით ნათდება. \nნიაღვრის ქუჩაზე გამავალ ფასადზე ისეთივე დეკორირებული სარკმლები და ნიშებია გაჭრილი, როგორიც მთავარ ფასადზე. \nნაგებობის უკან ეზოა მოწყობილი. ეზოში სახლი სამსართულიანი შუშაბანდით გამოდის, რომელიც რიკულებიანი მოაჯირითაა გამშვენებული. ეზოში შუშაბანდებს შორის მოქცეულია ფრონტონით დასრულებული აგურის კედლებით ამოშენებული სივრცე. ფრონტონში წრიული სარკმელია ჩასმული. ქვედა სართულზე თაღიანი შესასვლელია, მის ზემოთ ორ სართულზე კი სწორკუთხა სარკმლებია. გვერდით კედლებშიც სამივე სართულზე თითო ღიობია გაჭრილი. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5135",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ნიაღვრის ქ./6.9 აპრილის ქ./3",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.792993289999998,
    "Y" : 41.695047940000002
  }
}