{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4377?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4377?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4377?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4377",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4377,
    "ID" : 4377,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  ამაღლების ქუცა 15",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და უჭირავს რიგითის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში.\nშენობა 2 სართულიანია. გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს ასიმეტრიული რუსული პ-სებრი ფორმა ფასადით ქუჩისკენ, ორდონიანი შიდა ეზოთი. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. გადახურვა ლითონისაა. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი მთავარი ფასადი დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს სარკმელების რითმულ წყობას, დაყოფილს დეკორატიული ლესვით გამოყვანილი პილასტრებით, სართულშუა კარნიზით და დაგვირგვინებულია ყრუ პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია, მასზე განთავსებულია ორი აივანი ლითონის აჟურული მოაჯირებითა და კრონშტეინებით. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე და ნახევარსარდაფში გახსნილია სამი სხვადასხვა დანიშნულების მქონე კომერციული ფართი, ამიტომ სარკმელები და სარდაფში ჩასასვლელი არის ჩაჭრილი და მოწყობილია კარები.  საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები: ღიობების პროფილირებული საპირეები, დეკორატიული საჭექი ქვები, პილასტრების კანელურები, რუსტიკა და ასევე პროფილირებული დენტიკულებიანი კარნიზი. \nსახლს აქვს ორი სადარბაზო, რომელთა ინტერიერები შელესილი და შეღებილია. მათი დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბეები და ხის მოაჯირები. ასევე ლითონის წინფრები აჟურული კრონშტეინებით. სადარბაზოდან შესაძლებელია ეზოს მხარეს არსებულ ხის გალერეისებრ შუშაბანდზე მოხვედრა მეორე სართულის დონეზე. \nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდების და აივნების კომპოზიციით, ჭვირული მოაჯირისა და სვეტების თავსართების დეკორით. შუშაბანდი დაგვირგვინებულია ხისავე კარნიზით.  ეზოს ფასადს აქვს ერთი მცირე ზომის სამეურნეო დანიშნულების მინაშენი. სახლის უკანა, ამაღლების შესახვევის მხარეს გამავალი ფასადიც კლასიციზმის სტილისტურ ნიშნებს ატარებს, თუმცა ნაკლებად დეკორირებულია. გვხვდება მხოლოდ სარკმელების საპირეები, პარაპეტი და სადარბაზოს ხის დეკორირებული კარი ლითონის აჟურული წინფრით.\nსაცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია როგორც ამაღლების ქუჩის მხრიდან სადარბაზოს გავლით, ასევე ამაღლების შესახვევის მხრიდან  ლითონის ღობესა და შელესილ კედლში დატანებული კარით.\nშენობის ნახევარსარდაფი არის აგურით ნაგები, მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,8 მ-ია და მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან არსებული კომერციული ფართებიდან.  ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3752",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ამაღლების ქ./15",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.794364510000001,
    "Y" : 41.690108090000003
  }
}