{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4375?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4375?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4375?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4375",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4375,
    "ID" : 4375,
    "Name" : "საჯინიბო",
    "FullName" : "საჯინიბო",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სახლი ორსართულიანია, აგურით არის ნაგები და გარედან შელესილია. ნაგებობა დახვეწილი და მაღალი ხარისხის დეკორით გამოირჩევა. მთავარი ფასადი მთლიანად რუსტირებულია, კომპოზიცია ასიმეტრიულია, ცენტრში და მარცხენა კიდეში რიზალიტებია მოცემული. ისინი საერთო სიბრტყიდან პილასტრებით გამოიყოფა. ქვედა სართულზე სადა რუსტირებული პილასტრებია, ხოლო მეორე სართულის ორდერი დორიული ტიპისაა, ისინი მაღალ ბაზისებზეა შემდგარი და ზემოთკენ სამ-სამი რელიეფური ვარდულით არის გაფორმებული. ცენტრში არსებული რიზალიტი შედგება ზემოთ განიერი თაღოვანი სარკმლისგან, ხოლო ქვემოთ დიდი სწორკუთხა ჭიშკრისგან. ჭიშკარი ორფრთიანია და მთლიანად რკინის ორნამენტული ცხაურითაა გამშვენებული. ღიობის თავზე ერთი მოზრდილი რუსტია, რომელშიც, ცენტრში, წრეში რელიეფური ლომის თავია ჩასმული. რაც შეეხება სარკმელს, ის განიერია და დეკორირებული თაღით სრულდება. თაღის ცენტრში დახვეული, მოჩუქურთმებული საჭექი ქვაა ჩასმული. თაღის ზემოთ დარჩენილ არეებში ორი წრიული ორნამენტირებული ვარდულია ჩასმული. ფასადის დანარჩენი სარკმლები სწორკუთხაა და სადა ჩარჩოთია მოზღუდული. პირველი სართულის ღიობები ჩარჩოში ჩასმული დეკორატიული საჭექი ქვითაა შემკული, ხოლო ზედა სართულის სარკმლები კრონშტაინებზე დაყრდნობილი სადა თაროთი. II სართულზე სამი აივანია და ისინი ორი რიზალიტიდან თითო ფანჯრის გამოტოვებით არის ჩასმული. აივნები ორ-ორ ღიობს მოიცავს და რკინის ორნამენტული მოაჯირით არის გამშვენებული. მარცხენა კიდეში, მცირე რიზალიტში, II სართულზე მესამე აივანია განთავსებული. ის უფრო მცირეა, მხოლოდ ერთი კარია გაჭრილი და ისეთივე მოაჯირით არის შემოსაზღვრული. კარის ორსავ მხარეს კომპოზიტურკაპიტელებიანი პილასტრებია წარმოდგენილი, მის თავზე კი დეკორირებული თარო, რომლის ზემოთაც ე.წ. გაწყვეტილი თაღია, შუაში კი ბარათაშვილების გერბია ჩასმული. ამ აივნის ქვემოთ ხის დეკორირებული, რკინის ცხაურით შემკული კარია ჩასმული, რომლის წირთხლებიც ხისავეა. კარი თაღოვანია, მის ცენტრში ორნამენტირებული საჭექი ქვაა ჩასმული, ზემოთ კი სადა ფრონტონი ადგას. \nფასადი სადა ხაზოვანი რელიეფური კარნიზით სრულდება. მას ქვეშ წრეებით შემდგარი ორნამენტირებული ფრიზი მიუყვება. კარნიზი დახვეულ, მოჩუქურთმებულ კრონშტაინებს ეყრდნობა. \nმთავარი ფასადის მარჯვენა მომიჯნავე კედელი შედარებით სადაა, აქ გაჭრილია რამდენიმე სარკმელი, II სართულზე კი რკინის ორნამენტირებულმოაჯირიანი აივანია მოწყობილი. ეზოში ნაგებობა ხის აივნებითა და შუშაბანდით გამოდის. სახლს ზემოდან რამდენიმე დაშენება აქვს, რაც ეზოდან და გვერდითი ფასადიდან კარგად ჩანს, მთავარ ფასადზე კი შეუმჩნეველია.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4676",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მთაწმინდის I შეს./1.მთაწმინდის ქ./6",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნე",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : ";",
    "CurrentFunction" : "ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.792511339999997,
    "Y" : 41.69619024
  }
}