{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4371?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4371?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4371?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4371",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4371,
    "ID" : 4371,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  ლერმონტოვის 21",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და აქვს რიგითის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. \nშენობა 2 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, მოზრდილი ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური, გადახურულია ლითონის სახურავით. \nშენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია, იგი წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას და დაგვირგვინებულია რიკულებიანი პარაპეტით. ფასადი დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით და პილასტრებით. მასზე გამოდის ერთი აივანი, ლითონის კრონშტეინებით და მოაჯირით. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე და სარდაფში გახსნილია მაღაზიები, ამიტომ ორი სარკმელი და სარდაფში ჩასასვლელი არის ჩაჭრილი და მოწყობილია კარები, მათში მოხვედრა ხდება რამოდენიმე საფეხურის ასვლით ან ჩასვლით.  საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების პროფილირებული საპირეები, სანდრიკები, ალათების დეკორი და მათი დამაგვირგვინებელი საჭექი ქვები. \nსადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია, მისი დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და ხის მოაჯირი. სადარბაზოდან შესაძლებელია ეზოს მხარეს არსებულ ხის გალერეისებრ აივნებზე მოხვედრა ყველა სართულის დონეზე.\nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით. მათი ნაწილი დღეისათვის შემინულია. ხის სვეტები და ყრუ მოაჯირები არ გამოირჩევა დეკორით. აივნები დაგვირგვინებულია ხისავე კარნიზით. საინტერესო ელემენტია ლითონის ხვეული კიბე, რომელის მეშვეობითავ შესაძლებელია ყველა სართულის აივანზე მოხვედრა. შენობას აქვს ერთი შედარებით ძველი მიშენება პირველი სართულის დონეზე და წარმოადგენს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს. ასევე აქვს შედარებით ახალი კაპიტალური მიშენება და დაშენება სახლის მარჯვენა ფლიგელზე ყველა სართულის დონეზე.\nსაცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან. სარდაფში ჩასასვლელი არის, როგორც ეზოს მხრიდან სახლის პირველი სართულებიდან, ასევე ქუჩის მხრიდან არსებული კომერციული ფართიდან, თუმცა მასში ჩასვლა ვერ მოხერხდა.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4563",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ლერმონტოვის ქ./21",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.797693850000002,
    "Y" : 41.691257520000001
  }
}