{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4367?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4367?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4367?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4367",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4367,
    "ID" : 4367,
    "Name" : "ფუნიკულიორის ვიადუკი",
    "FullName" : "ფუნიკულიორის ვიადუკი",
    "Description" : "1903-1905 წლებში მთაწმინდის ფერდზე აშენდა ფუნიკულიორი. გაიხსნა 1905წ 27 მარტს და თავიდანვე  თბილისის ლანდშაფტის სილუეტის განმსაზღვრელი გახდა 1905წ გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა: \r\n„გუშინ გუბერნიის სატეხნიკო კომისიამ ქალაქის ინჟინრების თანდასწრებით დაათვალიერა მთაწმინდის ფუნიკულერი. კომისიამ იქ ასაყვანი გზა და მისი მოწყობილობა მოიწონა და ნება დართო მუშაობისა. როგორც კომისია ამბობს, ვაგონის ასვლა-ჩამოსვლას ექვსი წუთი დასჭირდება, გზაში ვაგონის შესაჩერებელი მანქანა-ტორმუზიც მოსწონებია კომისიას. დაქანებული ვაგონი საჟენნახევარზე შეუჩერებია უცბად. ვაგონში მოთავსდება 50 კაცი, ფასი ასვლა-ჩამოსვლა 20 კაპიკი დაუწესებიათ\" .\r\nეს იყო პირველი საბაგირო-სალიანდაგო გზა რუსეთის იმპერიაში. სიგრძე 501მ. დახრა – 28-33°. ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727მ., ქვედა სადგურისა – 496მ. ფუნიკულიორის გაყვანის იდეა 1896წ წამოაყენა. თბილისის „კონკის“ მმართველმა, ბელგიის ანონიმური საზოგადოების ინჟინერმა ალფონს რობიმ. 1900წ. ქალაქის თვითმმართველობამ ხელშეკრულება დადო ბელგიელებთან,  რომლის თანახმად ეს საზოგადოება ფუნიკულიორს 45 წლის განმავლობაში გაუწევდა ექსპლუატაციას, შემდეგ კი, უსასყიდლოდ გადასცემდა ქალაქს. 1903წ დაიწყო მშენებლობა ფრანგი ინჟინერი ა. ბლაშის პროექტით. მშენებლები –  ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ქვედა და ზედა სადგურის შენობების პროექტი – არქიტექტორი ა. შიმკევიჩი. ფუნიკულიორის მშენებლობისას რკინაბეტონის ახალი ტექნოლოგიის დანერგვაში  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნ. ნიკოლაძემ. მშენებლობის საერთო ღირებულება ყოფილა 300 000 რუბლი. საინტერესოა, რომ იმავე პერიოდში მოიაზრებოდა სამთო ტრამვაის ხაზის გაყვანა თბილისიდან კოჯრამდე, რაც არ შესრულებულა. თბილისის ისტორიის მუზეუმის არქივში დაცულია ზედა სადგურის განუხორციელებელი პროექტი – ა. შიმკევიჩი. ეს სადგურები შემდეგ შეიცვალა ახალი შენობებით. 1938წ. – ზედა სადგური (არქიტექტორები ზ. და ნ. ქურდიანები, ნ. ხმელნიცკაია, ა. ვოლობუევი, კონსულტანტი ა. კალგინი). 1968-69 – ქვედა სადგური (არქიტექტორები გ. ბათიაშვილი, ტ. ქუთათელაძე, მხატვარი გ. ქორქიაშვილი). თუმცა ქვედა სადგური 2000-იან წლებში აღდგენილი იქნა თავდაპირველი სახით და ფასადის ოდნავი სტილიზაციით.\r\nთავდაპირველი ქვედა სადგური იყო საშუალო ზომის შენობა ეკლექტიკური ბუნების ფრონტონით და კბილანებიანი ლავგარდანით. სხვადასხვა სიმაღლის ხუთი შეისრული ღიობის ალათები გაფორმებული იყო გეომეტრიულ სახეებიანი ვიტრაჟებით და თითოეულ მათგანში ჩაწერილი იყო ექვსქიმიანი სტილიზებული დავითის ვარსკვლავი. ქვედა ნაწილში განლაგებული იყო ასევე შუშის ვიტრაჟებიანი ორი სადარბაზო კარი მგზავრთა მისაღებ და ჩასასხდომ ბაქნებზე შესასვლელად. ცენტრში კი წინ იყო წაწვდილი მცირე ხუთწახნაგა აფსიდა, რომელშიც განთავსებული იყო საბილეთო სალარო. \r\nზედა, ორსართულიანი სადგური სხვადასხვა დახრის ქანობებით და ორი გუმბათიანი  წრიული კოშკით იყო აქცენტირებული და ჰქონდა ეკლექტიკური ხასიათი, მოდერნისა და რუსული კლასიცისტური სტილის ელემენტების ნაზავით. \r\n1935წ. დამუშავდა მთაწმინდის პლატოს პარკის პროექტი (არქიტექტ. მ. გინზბურგი). პარკთან ერთად აქ უნდა აშენებულიყო მთელი კომპლექსი: ფუნიკულიორის ახალი ზედა სადგური, რესტორანი, ღია თეატრი, საზაფხულო კინოთეატრი, სპორტული ნაგებობები და სხვ. \r\nპროექტით განსაზღვრული იყო კუბური ფორმის მცირე ზედა სადგურის მოწყობა, რესტორანი დაპროექტებულა პლატოს მარცხენა კუთხეში ტერასულად. რესტორნის გვერდით შოთა რუსთაველის გიგანტური სკულპტურაა. სხვა ნაგებობები განსაზღვრული იყო უკან. მშენებლობა ამ პროექტით დაიწყო, თუმცა მშენებლობის დაწყებისას პროექტი გამოიცვალა და ფუნიკულიორის ზედა სადგური აშენდა ზ. და ნ. ქურდიანების 1936 წლის პროექტით ა. ვოლობუევის მონაწილეობით,  დენდროლოგი ე. ციციშვილი.\r\nთავდაპირველად დამუშავდა პროექტის რამდენიმე ვარიანტი და საბოლოოდ დამტკიცდა ის ვარიანტი რომლითაც აიგო დღეს არსებული ნაგებობა.\r\n1938წ. დასრულდა ზედა სადგურის მშენებლობა.  ძველი შენობის ნაცვლად აშენდა ახალი სამსართულიანი ნაგებობა. ქვედა სადგურის შენობა 1970-იან წლებამდე თავდაპირველი სახით იყო შემორჩენილი.\r\n  ქვედა სართულის რეკონსტრუქცია ჩატარდა 1970-იანი წლების დასაწყისში. (არქიტექტორები: გ. ბათიაშვილი, ტ. ქუთათელაძე). იგი წარმოადგენდა ბეტონის კონსტრუქციას ზემოთ აპრეხილი წინფრათი და ფართო მართკუთხა ფერადვიტრაჟებიანი ღიობით. ავტორი – ვ. ქოქიაშვილი. გვერდებზე მოეწყო ბეტონის კონსტრუქციის „ფრთები“ ოვალური ფორმის კარნიზებით. ბაქანზე შესასვლელები ჰქონდა გვერდით ფასადებიდან. შენობის წინ კი ფილებით მოპირკეთებული პარაპეტი.  ხელახლა მოეწყო მგზავრების ჩასასხდომი ბაქანი. შეიცვალა ქვედა სართულის შენობის სახე ზემო მხრიდანაც.\r\n\r\n2000-იან წლებში დაიწყო ქვედა სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. განსაზღვრული იყო მისი მოდერნიზება თანამედროვე ფორმებით, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა თავდაპირველი ნაგებობის აღდგენა. ამჟამად ქვედა სადგური აღდგენილია და მაქსიმალურად მიახლოვებულია თავდაპირველი ნაგებობის არქიტექტურულ სახესთან. ფასადის ქვედა ნაწილი გაფორმებულია ახალი მხატვრული სახეებით, ხოლო მისი ინტერიერი ადაპტირებულია ახალი ტექნოლოგიების შესაბამისად.   \r\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4988",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მთაწმინდის I შეს./",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "1903-1905",
    "InitialFunction" : "საგზაო, სატრანსპორტო\u003e\u003eსაბაგირო ტრანსპორტის ობიექტი\u003e\u003eფუნიკულორი;",
    "CurrentFunction" : "საგზაო, სატრანსპორტო\u003e\u003eსაბაგირო ტრანსპორტის ობიექტი\u003e\u003eფუნიკულორი;",
    "Classification" : "საინჟინრო",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.789307239999999,
    "Y" : 41.695117369999998
  }
}