ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4366
ObjectID: 4366
ID: 4366
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი ოთხსართულიანია, ფასადით ქუჩისკენ. ნაგებობა აგურისაა, შეულესავი. მის სამკაულს აგურის წყობით გამოყვანილი დეტალები შეადგენს. ერთი ფორმისა და ზომის მართკუთხა, სიმეტრიულად განლაგებული სარკმლები თითოეულ სართულზე სხვადასხვანაირადაა გაფორმებული. მეორე სართულის სარკმლებს სამკუთხა, აგურის ფრონტონები ადგას, მესამე სართულისას გვერდებში სწორი, შუაში კი თაღოვანი ფორმის ფრონტონები განამშვენებს, ბოლო, მეოთხე სართულის სარკმლებს კი მხოლოდ საჭექები აქვს. სახლს სულ სამი აივანი აქვს, ერთი ლითონის ჭვირული აივანი მესამე სართულის დონეზე ცენტრშია განთავსებული, ორიც _ მეოთხე სართულზე. მეოთხე სართულის აივნების თავდაპირველი მოაჯირები არ არის შემონახული, ისინი ჩვეულებრივი თუნუქითაა შემოფარგლული. სახლი აგურებით გამოყვანილი დენტიკულებიანი კარნიზითაა დაგვირგვინებული. სახლს ორი კარი აქვს, სადარბაზოში და ეზოში შესასვლელი. ეს ღიობები ერთმანეთის გვერდიგვერდ, შენობის მარჯვენა მხარეს არის განთავსებული. ძალზე საინტერესოა სადარბაზოში შესასვლელი ღიობის გადაწყვეტა. კარის თავზე, მეორე სართულის დონეზე დანარჩენი ღიობებისგან სრულიად განსხვავებული სარკმელია ჩასმული, ზუსტად კარის სიგანისა და მისივე მოჩარჩოებაში ჩასმული. მოცემული სარკმელი კარის ნაწილად აღიქმება, რისი წყალობითაც შესასვლელი კარი მონუმენტური და მაღალი მოჩანს. ამას ემატება სარკმლის თავზე აგურით გამოყვანილი სამკუთხა ფრონტონი, რომელიც დანარჩენი სარკმლის ფრონტონებზე უფრო დიდია და, სწორედაც რომ კარს მონიშნავს, მაგრამ არა პირველ, არამედ მეორე სართულის დონეზე. შენობა მე-20 საუკუნის შუა ხანებშია აგებული, ატარებს კლასიციზმის ნიშნებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3855
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახვლედიანი გიორგის ქ./19
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78937248
Y: 41.70657503