CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4363
ObjectID: 4363
ID: 4363
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი აგურის შელესილი სახლი პ. იაშვილის ქუჩის მიმყოლად დგას და უხვი დეკორით გამოირჩევა. ფასადის კომპოზიცია ასიმეტრიულია და ცენტრალური მონაკვეთი რიზალიტს წარმოადგენს. რიზალიტში რკინის აჟურული ორნამენტებით შემკული ხის თაღოვანი კარია ჩასმული და მის გარშემო სიბრტყე რუსტირებულია. კარის ორსავ მხარეს სადა თაღოვანი სარკმლების მწკრივია. რიზალიტის მეორე სართული რკინის უხვად დეკორირებული მოაჯირით შემოსაზღვრულ აივანს წარმოადგენს, რომელიც სამ თაღოვან ღიობს მოიცავს. შუა კარი განსაკუთრებულად არის შემკული: თაღის ცენტრში ბავშვის გამოსახულებით გაფორმებული დეკორატიული საჭექი ქვაა ჩასმული, მის ორსავ მხარეს კი ფრთებიანი ქალის ორი ქანდაკება თაღის ფორმას მიუყვება. კარი გვერდებში თითო წრიული და თითო მართკუთხა გეგმარების, კომპოზიტური კაპიტელებით დასრულებული პილასტრებით არის მოსაზღვრული. ორი განაპირა აივნის ღიობების თავზე ორ-ორი გირლანდაა ჩასმული და მთლიანად აივანი კომპოზიტური კაპიტელებით დასრულებული წყვილი სწორკუთხა გეგმარების პილასტრებითაა მოზღუდული. ამ სართულის დანარჩენ ნაწილში სწორკუთხა სარკმლების მწკრივია, რომლებიც გვერდებში სადა პილასტრებითაა მოცარჩოებული, ზემოთ კი თაროთი ბოლოვდება. ყველა სარკმელს შორის ისეთივე პილასტრებია ჩასმული, როგორიც აივნის განაპირა მხარეებში, რაც ფასადს რიტმულს ხდის. ღიობების თავზე მცენარეული ორნამენტებით შედგენილი ფრიზია, რომელშიც ჩართულია მედალიონებში ჩასმული მუზარადიანი კაცის თავის გამოსახულებები. ნაგებობის მესამე სართული მოგვიანებითაა დაშენებული და სადა, სწორკუთხა, წინ ქვის მოაჯირით შემოსაზღვრულ ღიობების მწკრივს წარმოადგენს. აღწერილი ნაგებობა არქიტექტურული დეკორით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს თბილისის ხუროთმოძღვრებისთვის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4777
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იაშვილი პაოლოს ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79624318
Y: 41.69310433