CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4361
ObjectID: 4361
ID: 4361
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: გ. ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩების კუთხეში განლაგებული ორსართულიანი ქვის ცოკოლზე შემდგარი ნაგებობა აგურისაა და გარედან შელესილია. ლეონიძის მხარეს არსებული ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. აქ ქვედა სართულზე ხუთი თაღოვანი სარკმლის მწკრივია წარმოდგენილი, რომლებიც ამავე ფორმის სადა ჩარჩოშია მოქცეული. მეორე სართულზე ცენტრში რკინის აჟურულმოაჯირიანი აივანია მოწყობილი, რომელიც რკინისავე ორნამენტირებულ ოთხ კრონშტაინს ეყრდნობა. ამ სართულის სარკმლები თაღოვანია და მათ ქვემოთ თითო რუსტია ჩასმული, რომელიც მცენარეული ორნამენტითაა დეკორირებული. ღიობებს შორის, თაღის დონეზე სადა წრიული დეკორია ჩასმული. რაც შეეხება მეორე ფასადს, რომელიც სულხან-საბას ქუჩაზე გადის, იგი ასიმეტრიულია. სარკმლების ღიობები ისეთივეა, როგორიც წინა ფასადზე. აქ პირველ სართულზე მაღალი ხის კარია გაჭრილი, რომელიც ფრამუგით ბოლოვდება. ამ კარით დახვეულკიბიან სადარბაზოში ვხვდებით; ქვის კიბეს რკინის ორნამენტული მოაჯირი ამშვენებს. ფასადის მეორე სართულზე რკინის ცხაურიანი მოაჯირებით შემკული ორი აივანია, აქედან მარცხენა შედარებით მოზრდილია და ორ ღიობს მოიცავს. ნაგებობის უკან ოთხმხრივ მოზღუდული, ხისაივნებშემოვლებული ეზოა მოწყობილი, მაგრამ იგი ძლიერაა სახეცვლილი. ნაგებობის ორივე ფასადი ზემოთკენ კრონშტაინებითა და მათზე გადასული მცირე თაღების გამოსახულებით ბოლოვდება. აღწერილი მასიური ნაგებობა ქუჩების გადაკვეთის ადგილასაა განთავსებული და მნიშვნელოვან როლს თამაშოს მიმდებარე განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4889
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სულხან-საბას ქ./1.ლეონიძე გიორგის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;კულტურა>>მუზეუმი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79950886
Y: 41.69280445