CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4356
ObjectID: 4356
ID: 4356
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი მთაწმინდის შესახვევი 5
ComplexName:
Description: ორსართულიანი შენობის მთავარი ფასადი ქუჩაზე გამოდის. საფასადო კომპოზიცია არასიმეტრიულია. ფასადი ერთიანად რუსტირებულია, კედლის მარცხენა მხარე მკვეთრად გამოწეულ რიზალიტს წარმოადგენს, სადაც პირველ სართულზე თაღოვანი კარის ღიობია გაჭრილი. თაღის ნაწილი შუშისაა, რომელსაც სამ სეგმენტად ყოფს სხივისებური ხის ტიხრები. კარი ორფრთიანია და ხისაა, შუაში კი ჩასმულია რკინის ორნამენტული ცხაური. რიზალიტში, მეორე სართულზე, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომელიც სწორკუთხა ტეხილებიან ჩარჩოშია ჩასმული, ღიობის თავზე კი მოზრდილი დეკორატიული საჭექი ქვაა, რომლის თავზეც ორ პროფილირებულ კრონშტაინზე დაყრდნობილი სადა თაროა. სარკმლის ძირში ერთი რუსტია ჩასმული, რომელზეც ჩაღარული ხაზებით რომბებია გამოყვანილი. ფასადის შეწეული ნაწილის კომპოზიცია სიმეტრიულია, ზედა სართულზე ცენტრში აივანია, რომლის მოაჯირიც რკინის ორნამენტისგან შედგება. აივნის ორსავ მხარეს კი ისეთივე სარკმლებია, როგორიც რიზალიტში. რაც შეეხება ფასადის ქვედა შეწეულ ნაწილს, აქ სამი სწორკუთხა ღიობია გაჭრილი და განსხვავებულადაა დეკორირებული. თითოეულს ქვემოთ თარო და კრონშტაინები აქვს, ზემოთ კი რუსტირება თაღის ფორმას შემოწერს, სამივე ღიობის ქვეშ თითო სადა რუსტია ჩასმული. სახლის ძირში სარდაფია და მთავარ ფასადზე მისი სამი მცირე კვადრატული სარკმელი გამოდის. ფასადის ზედა ნაწილი წარმოადგენს კრონშტაინებისა და რუსტების მონაცვლეობისგან შემდგარ ფრიზს, მის ზემოთ რამდენიმე რელიეფური ზოლისგან შექმნილი კარნიზია. რიზალიტს თავზე პარაპეტი ადგას, რომელიც ვოლუტებით, მათ შორის არსებული ოვალითა და გირლანდით არის გაფორმებული. ოვალის ცენტრში შენობის აგების თარიღი _ "1903" წერია.
მთავარი ფასადის მარცხენა მომიჯნავე კედელი აგურისაა და შეულესავადაა დატოვებული. კედელი სადაა და ფრონტონით გამოდის. ფასადის მარცხენა ნაწილში თითო სართულზე თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4680
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მთაწმინდის I შეს./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1903
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79265186
Y: 41.69590713