{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4354?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4354?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4354?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4354",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4354,
    "ID" : 4354,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  ძმები ზუბალაშვილების ქუჩა 2",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ქუჩისკენ გრძივი ფასადით მიმართული სამსართულიანი ნაგებობა ევროპული ხუროთმოძღვრული ელემენტებით უხვად არის შემკული. საფასადე კომპოზიცია სიმეტრიული და გაწონასწორებულია. სახლს თანაბრად განაწილებული სამი პორტიკი ერთვის. ცენტრში დომინანტი, ეზოში შესასვლელი გვირაბის პორტიკი და მის ორსავ მხარეს თანაბარი დაშორებით განაწილებული სადარბაზოს პორტიკებია მოქცეული. მათი გადახურვა მეორე სართულის, ბალუსტრადით შემოსაზღვრულ აივნებად არის გამოყენებული. მთლიანი ფასადი რუსტირებულია. ტერასები ორ-ორ სვეტს ეყრდნობა. სარდაფის სართული ქუჩის სიმაღლიდან ქვემოთ არის მოქცეული. მას წინ ერთგვარი თხრილი აქვს, რომელზეც სადა ცხაურებით შემოწერილი ხიდებია გადებული, ისინი ქუჩას რამდენიმე საფეხურით უკავშირდება. მეორე სართულის რუსტიკა განსხვავებულია. სხვადასხვა ფაქტურის რუსტების ვერტიკალური რიგები სარკმლებს შორის არის დატანილი. პირველი სართულის სარკმლებს საჭექი ქვები ერთვის. მეორე სართულის ფანჯრები სადა საპირეებით შემოისაზღვრება. მათ მაღალ, პროფილირებულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი თაროები ამკობს. კრონშტაინებს ვოლუტები ერთვის. მესამე სართულზე განლაგებული სარკმლები სადა საპირეებით არის შემოწერილი, რომლებსაც ადამიანის თავის გამოსახულებები აფორმებს. თითოეულ ღიობს შორის, კარნიზს მიბჯენილი ლომის თავის ფიგურებია მოთავსებული. სადარბაზოების აყოლებაზე, ესე იგი, გვერდითა პორტიკების ზემოთ, სახლს ატიკები აბოლოებს. ატიკებზე შენობის აგების თარიღებია გამოსახული. ცენტრალური პორტიკის თავზე აჟურული, მუცლიანი აივნებია შეკიდული, რომლებზეც ორ-ორი ღიობი გადის. გვერდითა პორტიკების ზემოთ, მეორე და მესამე სართულებზე, ანალოგიური მოაჯირის აივნებია გამართული. \nშენობის ცენტრში გაჭრილი მაღალი გვირაბით ეზოში მოხვედრაა შესაძლებელი, რომლისკენ გამავალი ფასადი ხის აივნებით არის წარმოდგენილი. გვიანი ჩარევების შედეგად ისინი სახეცვლილია, მათი ნაწილი ხის დეტალებით არის ამოშენებული. სართულებს ეზოსთან რკინის კიბე აკავშირებს. ეზოში დამატებითი, გვიანი, მცირემასშტაბიანი შენობა დგას. \nშენობას დართულ თხრილში ჩასვლა ხიდებიდან არის შესაძლებელი, რომელთა ნაწილები დაზიანებულია და აღარ არსებობს. ქუჩის მხრიდან ჩამავალი კიბეები თანამედროვეა. \nსადარბაზოს ღიობებში ორფრთიანი გირლანდებიანი კარებია ჩამოკიდული. იატაკი მოზაიკით არის მოპირკეთებული. მას მეანდრული ორნამენტი ერთვის. სადარბაზოში მოწყობილ კიბეს რკინის აჟურული ცხაურები საზღვრავს, აქვეა შემორჩენილი შუქფარნის ფრაგმენტი. პორტიკების იატაკები ასევე მოზაიკითაა გაფორმებული, სადაც სხივისებური გამოსახულებებია დატანილი. მათი ნაწილი დაზიანებულია. \nსახლის გვერდითა ფასადის მორთულობა ზემოდ აღწერილის ანოლოგიურია. მისი კომპოზიცია ასიმეტრიულია, მარცხენა კიდეში მეორე-მესამე სართულებზე აივნებია მოწყობილი. \nაღწერილი მსხვილმასშტაბიანი საცხოვრებელი სახლი მიმდებარე განაშენიაებაში დომინანტია. მისი ფასადი ცალკეული ბაროკული ელემენტებით არის გაფორმებული. კომპოზიცია კარგად არის გააზრებული. ის შემკულობით გამოირჩევა. ქუჩას მიმყოლი გრძივი ფასადი კვარტლის მოხაზულობას განსაზღვრავს და მის უკან მდებარე მთაწმინდის კალთას კეტავს. ამასთანავე აღწერილი ნაგებობა მის მეზობლად აღმართულ ორ მსგავსი ექსტერიერის სახლთან კავშირს ავლენს და თითქოს ერთიან ანსამბლს ქმნის.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5202",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ძმები ზუბალაშვილების ქ./2",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1901წ.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსავაჭრო;\nფუნქციის გარეშე;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796785880000002,
    "Y" : 41.696601909999998
  }
}