ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4353
ObjectID: 4353
ID: 4353
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია XIX საუკუნის შუა პერიოდში. გეგმაზე ნაგებობას რუსული "გ"-ს ფორმა აქვს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური, შენობის პირველი სართული დაფარულია დეკორატიული ნალესობით, მეორე სართული კი შეულესავია. მთავარ ფასადზე ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ-არქიტექტურულ აქცენტს ქმნის ეროვნულ მოტივებზე შექმნილი კომპოზიცია, რომელშიც ჩაწერილია სადარბაზოს ხის ორი კარი და სარკმელი. ნაგებობის მთავარი ფასადის სიმეტრიის ღერძზე მოთავსებულია ფასადის მთავარი დეკორატიული აქცენტი - თაღედის კომპოზიცია: პირველ სართულზე ამოყვანილი ორი ვიწრო თაღი, რომელშიც სადარბაზოს ორი კარია გაჭრილი. თაღები ეყრდნობა ნახევარწრიულ პილასტრებს და იმპოსტებს. მათ ზემოთ კი, შენობის მეორე სართულზე აგურით ამოყვანილია ერთი ფართო თაღი, რომელიც ბრტყელი პილასტრების კონსტრუქციას ეყრდნობა. ფასადის ცენტრალური კომპოზიცია სრულდება დეკორატიული პარაპეტით. სართულებს შორის აგურის წყობით გამოყვანილია ფრიზი. ნაგებობა გამოირჩევა კლასიცისტური და ქართული მოტივების ელემენტებით, რაც ამ პერიოდის თბილისურ სახლებს ახასიათებს. მთავარი ფასადი მოკლებულია საფასადე ნაძერწობას და მასზე მხოლოდ აგურის წყობით გამოყვანილი დეკორი გვხვდება - იქნება ეს სარკმლების თავსართები თუ პილასტრები. მთავარ ფასადზე აღსანიშნავია ლითონის ორი ჭედური, ორნამენტირებული აივანი. სადარბაზოს კარი, ისევე როგორც მთავარი ფასადის მსუბუქი გაფორმება სისადავით გამოირჩევა. კარზე შემორჩენილია, ძველი თბილისის სახლებისათვის სახასიათო საფოსტო ყუთის დეკორატიული, ლითონის ღიობი, რუსული წარწერით. სადარბაზოს იატაკი ხისაა, შესასვლელში ქვის ძველი ფილებია შემორჩენილი. სახლს აქვს შიდა ეზო, რომლის ფასადიც თავდაპირველი სახით აღარ გვხვდება. საყურადღებოა ხის გადახურული აივნები და ხის კიბე. საცხოვრებელი სახლის საერთო მდგომარეობა ცუდია, არის ბზარები, მთავარი ფასადის მხრიდან ფასადზე ჩანს არქიტექტურული სხეულის მცირე დეფორმაცია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3799
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: არსენას ქ./23
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79357576
Y: 41.6989398