CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4351
ObjectID: 4351
ID: 4351
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, სამსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ქართული აგურით" და გეგმაში ლათინურ "უ"-ს წარმოადგენს. მთავარი ფასადით ის მ. ლაღიძის ქუჩაზე გადის და საერთო განაშენიანებაშია ჩართული. ქუჩის მარჯვნიდან-მარცხნივ დაფერდების გამო, პირველი სართული ოდნავ, მიწისქვეშაა მოქცეული. მის მარცხენა კუთხეში სადარბაზოს კარია, სიმეტრიის ღერძიდან ოდნავ მარჯვნივ კი - ეზოში შესასვლელი, ლითონის აჟურული ჭიშკრის მქონე გვირაბი. სართულის დანარჩენი ნაწილი სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული და კომერციულადაა ათვისებული. სართულებს შორის გავლებულია ჰორიზონტალური სარტყლები. მეორე და მესამე სართულზე ერთმანეთის თავზე, თანაბარი რიტმით გაჭრილი ღიობები არშიაშემოვლებულია, მეორე სართულზე მათ სანდრიკები აგვირგვინებს, მესამეზე კი - ნაძერწი საჭექი ქვები. შუაკედლისები გლუვი რუსტებითა (მეორე სართული) და კორინთული, კანელურებით დაღარული პილასტრებით (მესამე სართული) ნაწევრდება. აღნიშნულ მონაკვეთში არსებული ლითონის შეკიდული აივნები გეგმაში სწორკუთხაა და აჟურული მოაჯირები აქვს. მთლიანად ფასადი ნაძერწი კრონშტეინების მწკრივით შევსებული ფრიზით სრულდება, რომელიც მოქცეულია სარტყელსა და შვერილ კარნიზს შორის. ბოლო, მანსარდის სართული, სწორკუთხა, ორქანობა გადახურვის მქონე სარკმლებით არის დანაწევრებული. ეზოს მხარეს გამავალი ფასადი ქუჩისკენ მიმართული ფასადის მსგავსადაა მორთული. განაპირა ფლიგელები ოდესღაც, ღია, ხის აივნებით იყო ეზოსკენ მიმართული, ამჟამად, ყველა შემინულია. შენობა აგებულია XIX საუკუნის მიწურულში. მისი მორთული ფასადები რენესანსისა და ბაროკოს სტილთა ნაზავს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4545
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლაღიძე მიტროფანეს ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
სავაჭრო;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>სილამაზის სალონი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79594625
Y: 41.6997599