CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4339
ObjectID: 4339
ID: 4339
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით" და გეგმაში ლათინურ "უ"-ს წარმოადგენს. მთავარი გრძივი ფასადით, ის მ. კოსტავას ქუჩაზე გადის. მარჯვენა მხრიდან განაშენიანებაშია ჩართული, მარცხენა ყრუ კედლით კი მეზობელი შენობის ვიწრო, ქუჩისგან ლითონის ზღუდით გამიჯნულ გასასვლელზე გადის. მთავარი ფასადი შელესილია და შეღებილი. პირველი სართულის შუა ღერძზე გაჭრილია სადარბაზოს სწორკუთხა კარი. ორსავ მხარეს მას, თანაბარი რიტმით, სამ-სამი სწორკუთხა ვიტრინა ანაწევრებს. კარის მარცხნივ, და მარჯვნიდან მეორე ვიტრინაში კარებია მოთავსებული. კარის მარჯვნივ არსებული კედელი გლუვადაა დატოვებული, მარცხენა კი რუსტირებულია და შვერილი, პროფილირებული სარტყელით სრულდება. მეორე სართულის რუსტირებულ კედელში გაჭრილი ღიობები სწორკუთხაა და სამი მხრიდან მათ არშია ევლება, ქვედა ჰორიზონტალური ნაწილები კი საერთო სარტყელითაა ხაზგასმული. ყოველი მათგანი ზედა ნაწილებში გლუვი საჭექი ქვითაა დასრულებული. მარცხენა ნაწილში, სართულების გამყოფ და ღიობთა ქვედა საერთო მოჩარჩოებას შორის, ფანჯარათა ჩამოსწვრივ მართკუთხა, ხაოიანი ზედაპირის მქონე სწორკუთხა შვერილებია. მეორე სართულის აღნიშნულ მონაკვეთში, მარცხნიდან მეოთხე ღიობი კარისაა და წინიდან ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი აქვს მიდგმული. ფასადი შვერილი კარნიზით სრულდება, რომელსაც თავის მხრივ, პარაპეტი აგვირგვინებს. პარაპეტის ვიწრო კედელში სწორკუთხა უბეებია გაკეთებული. ფასადის პროფილირებული ნაწილები თეთრი, გლუვი ნაწილები კი მოყვითალო ფერითაა დაფერილი. კუთვნილ ეზოს სახლი სამი მხრიდან ფარგლავს, მეოთხე მხრიდან კი გახსნილია და მეზობელი სახლის ეზოს ერწყმის. ეზოს მხარეს არსებული ღია აივნები ამჟამად, ამოშენებული ან შემინულია. სახლი აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მიწურულში. მისი მთავარი ფასადი კლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4506
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოსტავას I გას./40
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სასაწყობო>>საწყობი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.78518252
Y: 41.70864965