ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4335
ObjectID: 4335
ID: 4335
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: პ. ინგოროყვასა და პ. ჩაიკოვსკის ქუჩათა კვეთაზე განლაგებული კუთხეწაკვეთილი სახლი აგურით არის ნაგები და შელესილია. წახნაგის ქვედა ნაწილში სწორკუთხა სადა ღიობია გაჭრილი, მის ზემოთ ამავე ფორმის სადა კარია, სადაც რკინის აჟურულმოაჯირიანი აივანია მოწყობილი. უშუალოდ ღიობი ორსავ მხარეს სადა პილასტრებით არის მოზღუდული. ამავე სართულზე წახნაგის კიდეებში კომპოზიტური კაპიტელით დასრულებული სადა პილასტრებია ჩასმული. ბოლო სართულიც რკინის ორნამენტული ცხაურით შედგენილ აივანს წარმოადგენს და შეუმკველადაა დატოვებული. წაკვეთილი კუთხე ზემოთ სადა პარაპეტით სრულდება. წახნაგის მარცხენა მომიჯნავე ფასადის ქვედა სართულის ნაწილი მიწაშია მოქცეული და ძლიერაა სახეცვლილი. აქ გვხვდება შესასვლელი ღიობი და მოზრდილი სწორკუთხა ჭიშკარი. მის ზედა სართულზე სადა მოჩარჩოებაში ჩასმული, თაროთი დასრულებული სარკმლების მწკრივია, რომლებს შორისაც კომპოზიტური ორდერებია მოქცეული. ბოლო სართულის სარკმლები სხვადასხვა ზომისაა, შუაში შედარებით ვიწროა, კიდეებში კი განიერი (მარცხენა უკიდურესი სარკმლის ფორმა სწორკუთხედს უახლოვდება). მათ შორისაც კომპოზიტური კაპიტელით დასრულებული პილასტრებია ჩასმული, ფასადი კი ზემოთკენ სადა კარნიზით ბოლოვდება. რაც შეეხება ჩაიკოვსკის ქუჩს მხარეს მოქცეულ ფასადს, ის უფრო სადაა და მხოლოდ სარკმლების მწკრივს წარმოადგენს, მათი მოყვანილობა კი ისეთივეა, როგორიც მეორე ფასადზე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4437
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ინგოროყვა პავლეს ქ./10.ჩაიკოვსკის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1877
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79710761
Y: 41.69405408