ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4334
ObjectID: 4334
ID: 4334
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სადა, ორსართულიანი შენობის ფასადები ორ ერთმანეთის მკვეთ ქუჩაზე გადის. ნაგებობა გეგმის მიხედვით არასწორკუთხოვანია. მისი უკანა, შეულესავი, არათანაბრად განაწილებული სარკმლებით დანაწევრებული აგურის კედელი, რომელიც სხვა სახლის ეზოში გადის, ქუჩისკენ გამავალ ფასადებთან მიმართებით ირიბად დგას და შუაში ბლაგვ კუთხეს ქმნის. ქუჩებისაკენ მიმართული ფასადების კომპოზიცია, მის განაპირა კიდეებში დატანილი პილასტრის მსგავსი ელემენტებით არის შეკრული. პ. ინგოროყვას შესახვევისაკენ მიმართული ფასადი, უბრალო კარნიზით, ორ ჰორიზონტალურ არედ არის დაყოფილი. ორივე სართულზე ორ-ორი სარკმელი და თითო-თითო ფანჯრის ფორმის ნიშაა მოქცეული. მათ ქვეშ სარდაფის ღიობებია დატანილი. ვ. კოტეტიშვილის ქუჩისაკენ გამავალ ფასადზე ხის შუშაბანდია მოწყობილი, რომელიც მოგვიანებით არის გადიდებული. ახალი და ძველი შუშაბანდის კედლები ხის განსხვავებული დეტალებით არის წარმოდგენილი. შუშაბანდის ძველი ნაწილის ძირს დეკორატიულ კრონშტაინებად გამოყენებული იატაკის კოჭების ბოლოების რიგი ერთვის. გვიანი ნაწილი, ეზოსკენ მიმართული შუშაბანდის ერთგვარ გაგრძელებასა და ქუჩისკენ გამავალი გვერდითა მხარეს წარმოადგენს. მისი კედლები ხის დეტალებით არის შექმნილი, რომელშიც ერთი სარკმელია მოთავსებული. შესამჩნევია გადაბმის ადგილიც. ზემოთ აღნიშნული შუშაბანდი ვ. კოტეტიშვილის ქუჩისაკენ მიმართულ ფასადს დომინანტს ხდის. მის პირველ სართულზე ერთ მოქმედ და ერთ ამოშენებულ სარკმელს შორის, ფანჯრის ფორმის ნიშაა მოქცეული. თავდაპირველ სიმეტრიულ კომპოზიციას, ამოშენებული სარკმელი არღვევს. ღიობები მოკრძალებული, უბრალო კლასიცისტური თაროებით არის შემკული. გვერდითა საცხოვრებელ სახლთან საზიარო ეზოს თავდაპირველ სახეს პირველ სართულის გაყოლებაზე მიშენებული სივრცე არღვევს. აღნიშნულ მიშენებას ორი სახლის საერთო, ხის კიბე მიუყვება, რომელიც ზედა სართულს ეზოსთან აკავშირებს. აღწერილი ნაგებობა თბილისური აივნიანი სახლის იერის მატარებელია და მიმდებარე ევროპული სტილის შენობებს შორის თვალშისაცემია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4520
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოტეტიშვილი ვახტანგის ქ./2.ინგოროყვა პავლეს ქ./
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79627904
Y: 41.69662678