CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4328
ObjectID: 4328
ID: 4328
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი ორსართულიანია და აგურითაა ნაგები, ის გარედან შელესილი და შეღებლია. ნაგებობა ორფერდა სახურავით არის გადახურული და მისი ერთი დამრეცი ნაწილი მთავარი ფასადისკენ გამოდის. ამ კედლის დომინანტ ელემენტს ხის მოზრდილი აივანი წარმოადგენს. აივნის მარცხენა შედარებით დიდი ნაწილი შუშაბანდია, ხოლო მარჯვენა - ჩვეულებრივ აივანს წარმოადგენს. ხის შუშაბანდში სარკმლებს შორის ჩართულია გეგმაში წრიული სვეტები, რომლებიც კვადრატულ ბაზისებს ეყრდნობა. რაც შეეხება აივანს, მას ხის მცირე მომრგვალებული სვეტებისგან შემდგარი მოაჯირი ამშვენებს. აივნის უკან, უშუალოდ ნაგებობის კედელში სამი ღიობია გაჭრილი, აქედან მარცხენა კარია, დანარჩენი ორი კი - სარკმლები. სამივე მათგანს თაღოვანი ფორმა აქვს და თითოეული ნახევარწრეს შემოწერს. თაღები ერთმანეთზე ვერტიკალური რელიეფური ხაზებითაა გადაბმული. მთლიანად შუშაბანდი და აივანი ხის კრონშტაინებს ეყრდნობა, რომლებიც რკალის მხარეს დაღარულია. რაც შეეხება პირველ სართულს, მისი მცირე ნაწილი მიწის ქვეშაა მოქცეული. ფასადის მთელ სიგრძეზე გაჭრილია დაბალი თაღით შემოწერილი ღიობები. ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ ჩასმულია ხის კარი, რომელსაც რკინის ორნამენტული ცხაური ამშვენებს. მთავარი ფასადის მარცხენა მომიჯნავე კედელზე, ზემოთ ორი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, დანარჩენი სიბრტყე კი ყრუდ არის დატოვებული. ქვედა სართულის დონეზე მცირე მიშენებას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4524
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოტეტიშვილი ვახტანგის შეს./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79484931
Y: 41.69593788