ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4327
ObjectID: 4327
ID: 4327
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და უჭირავს რიგითის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 2 სართულიანია. გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური, სექციური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს ასიმეტრიული რუსული პ-სებრი ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. გადახურვა ლითონისაა. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით, წარმოადგენს სარკმელების რითმულ წყობას და დაგვირგვინებულია ყრუ პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია, თუმცა ადგილებში ჩამოცვენილია ბათქაში და მოსჩანს აგურის წყობა. მთლიანი ფასადი დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით არის დამუშავებული. მასზე განთავსებულია ორი აივანი ლითონის აჟურული მოაჯირებითა და კრონშტეინებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, ღიობების პროფილირებული საპირეები ბავშვის სახის ჰორელიეფური გამოსახულებებით, დეკორატიული საჭექი ქვები, პროფილირებული კარნიზი და სხვა. სახლს აქვს ორი სადარბაზო, რომელთა ინტერიერები შელესილი და შეღებილია. მათი დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ქვის კიბეები და მოაჯირები. ასევე ხის ცხაურებიანი კარების ბაროკალური დეკორი. შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდების კომპოზიციით. მათი უმრავლესობა ამოშენებული და სახეცვლილია, დაკარგულია ფასადების ავთენტური იერსახე. აღსანიშნავია ეზოში მდებარე მეორე სართულზე ასასვლელი ხვეული ლითონის კიბე. სახლის უკანა, ამაღლების შესახვევის მხარეს გამავალი ფასადი შეულესავი აგურის წყობისაა და არ გამოირჩევა დეკორატიული ელემენტებით. საცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ამაღლების ქუჩის მხრიდან შენობის კედელში დატანებული თაღოვანი გასასვლელისა და მოჩუქურთმებული ლითონის ჭიშკრის გავლით. სახლის სარდაფი არის შეულესავი აგურით ნაგები, აქვს ბრტყელი გადახურვა, რომლის ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,8 მ-ია. მასში მოხვედრა შესაძლებელია ეზოში შესასვლელი თაღის კედელში გაჭრილი კარით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3754
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ამაღლების ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79406134
Y: 41.69008937