ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4326
ObjectID: 4326
ID: 4326
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა აგურისაა და ორსართულიანია. კუთხის სახლის მთავარი ორი ფასადი შელესილია და ნაცრისფრად შეღებილი ზედაპირი უხვადაა ორნამენტირებული. დეკორში მოდერნისტული ელემენტები შეინიშნება. ორივე ფასადზე სარკმლის ღიობები სწორკუთხა ფორმისაა და მათი გაფორმება იდენტურია. ერთმანეთისგან განსხვავდება პირველი და მეორე სართულის ფანჯრების დეკორი. ქვედა ღიობები შედარებით სადადაა გაფორმებული ვიდრე ზედა. პირველი სართულის სწორკუთხა სარკმლები მასიურ მოჩარჩოებაშია ჩასმული, რომელიც ზემოთკენ სადა თაროთი სრულდება, ქვემოთ კი ჩარჩოშივე ჩასმულია ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად დაწყობილი ჩაღრმავებული რუსტები. ფასადებს, პირველ სართულზე, მთელ სიგრძეზე მიუყვება ხუთი სადა რელიეფური ზოლი, რომლებიც ყოველი სარკმლის ზედა ნაწილში წყდება. რაც შეეხება მეორე სართულის ღიობების გაფორმებას, ის უფრო უხვადაა შემკული. სწორკუთხა სარკმლები აქაც ჩასმულია მასიურ სადა მოჩარჩოებაში, რომლის გვერდებშიც, ზემოთკენ, ჩასმულია დეკორირებული კრონშტაინები. ღიობის თავზე, მცენარეული ორნამენტით უხვად გაფორმებული დეკორატიული საჭექი ქვაა. ფანჯრების ქვეშ აქაც ისეთივე რუსტებია მოთავსბული, როგორც ქვედა სართულზე. პირველი სართულისგან განსხვავებით, ზემოთ ხუთი რელიეფური სადა ზოლის მაგივრად, უხვად დაჩუქურთმებული მცენარეული დეკორია, რომელიც ყოველი ღიობის ზედა ნაწილში წყდება. შ. ჩიტაძის ქუჩაზე გამოსული ფასადი უფრო გრძელია, ვიდრე მეორე. ვ. ბერიძის ქუჩის ფასადი არასიმეტრიულია, აქ მეორე სართულზე სარკმლებს შორის ჩართულია ორი მცირე აივანი, რომელთა მოაჯირიც რკინის ორნამენტული ცხაურისაა. ქვედა სართულზე, ცენტრიდან მარცხნივ გაჭრილია კარი, რომელიც ხისაა და დამშვენებულია რკინის ჩუქურთმით. სადარბაზოში აღსანიშნავია ქვის კიბე, რომელსაც ასევე რკინის ორნამენტირებული მოაჯირი აქვს. რაც შეეხება შ. ჩიტაძის ქუჩას, ის ფერდობზეა და, შესაბამისად, სახლის სარდაფის გარკვეული ნაწილი ამ მხარეს ქუჩის ზემოთ ექცევა. პირველი სართულის მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებულია სარკმლები, ხოლო მეორე სართულის ღიობების რიტმს აივანი არღვევს, რომელშიც თითო სარკმელი და კარია გაჭრილი, მოაჯირი კი რკინის ცხაურისაა. ამ ფასადის მარცხენა კიდეში გაჭრილია ჭიშკარი, რომელზეც შემორჩენილია სამფრთიანი, ძლიერ დაზიანებული რკინის ორნამენტული კარი. აქედან გვირაბით ტერასულ ეზოში ვხვდებით, სადაც დონეები ქვის მოაჯირებითაა მოზღუდული. ეზოს ფასადები შუშაბანდითა და ქვის კედლებში გაჭრილი სარკმლებით გამოდის. ამ ფასადებს გადაკეთების კვალი ატყვია, თუმცა ავთენტურობა არ დაუკარგავს და თავდაპირველი სახის წარმოდგენა მარტივია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3958
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბერიძე ვუკოლის ქ./11.9 აპრილის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79572706
Y: 41.69504009