CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4325
ObjectID: 4325
ID: 4325
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აგურის შეულესავი სახლი ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული. რელიეფის დაქანების გამო, ზიჩის ქუჩისკენ ის ერთსართულიანია და მას გრძივად მიუყვება. ბესიკის ქუჩისკენ მას დამატებითი სართული ემატება. ამავე მხარეს, მართკუთხა მოხაზულობაში თაღოვანი გვირაბია გაჭრილი, რომელსაც საჭექი ქვა ამკობს. ფასადს ორ სართულზე გამწკრივებული წყვილი სარკმლები ანაწევრებს. შეწყვილებულ ღიობებს ერთმანეთისაგან რუსტირებული პილასტრები მიჯნავს. ფანჯრები სადა საპირეებით არის შემოწერილი, მათ საჭექ ქვასა და კრონშტაინებს დაყრდნობილი რკალური ფრონტონები და პანოები ამკობს. ანალოგიურად არის გაფორმებული ზიჩის ქუჩისკენ გამავალი ფასადი, რომელზეც ფანჯრებთან ერთად ცრუ სარკმლებიცაა მოთავსებული. მათ ქვეშ სარდაფის ღიობებია გაჭრილი. სარკმლების რიგი კომპოზიციას თანმიმდევრულ რიტმსა და წონასწორობას მატებს. შედარებით დაუნაწევრებელი ფასადი, მისი მცირე მასშტაბის მიუხედავად, მონუმენტურად აღიქმება. ფასადს კრონშტაინებითა და წრიული ჭრილებით დანაწევრებული ფრიზი აბოლოებს. ნაგებობა ეზოს შემცველია, რომლისკენაც შენობის ორმაგი კუთხით შემომწერი, ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული აივნებია წარმოდგენილი. აივნები, სიღრმეში მოქცეული სარდაფის გალერეის აგურის სვეტებზეა დაყრდნობილი, რაც მას სიმყარეს მატებს. ზედა სართულებს ეზოსთან ნაწილობრივ აივნის ფარგლებში მოქცეული, შენობის მიმყოლი ორბაქნიანი ხის კიბით უკავშირდება. აღწერილი სახლი ერთიანი ნაგებობის ცალკე ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც ის გეგმითა და ფასადების საერთო მორთულობით უკავშირდება. აღწერილი საცხოვრებელი სახლი მასშტაბურობითა და აგურის შეულესავი კედლებით მიმდებარე განაშენიანებაში გამოირჩევა. მისი საფასადე კომპოზიცია სადა და კარგად გააზრებულია. ის რენესანსულ ხუროთმოძღვრულ მოტივებს ეფუძნება. ნაგებობა კარგად არის მორგებული რელიეფს და ქუჩათა კუთხეს, მის მხატვრულ სახესა და სილუეტს განსაზღვრავს. ამასთან ერთად, მეზობლად აღმართულ სახლთან ერთად საერთო სურათს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3964
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ზიჩი მიხაის ქ./19.ბესიკის ქ./12.ძმები ზუბალაშვილების ქ./28
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნე
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79531775
Y: 41.69802557