CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4323
ObjectID: 4323
ID: 4323
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: დ. ჭონქაძისა და გერგეთის ქუჩას შორის მდებარე სახლი სამსართულიანია, აგურით არის ნაგები და შელესილია. მთლიანად რუსტირებული ფასადის კომპოზიცია ასიმეტრიულია. მისი მარჯვენა კიდე მსუბუქად გამოშვერილ რიზალიტს წარმოადგენს, რომლის პირველ სართულზე რკინის ორნამენტებით გაფორმებული ხის კარია, ხოლო დანარჩენ ორ სართულზე თითო სარკმელია გაჭრილი. რიზალიტი ზემოთკენ თაღოვანი ფორმის, გვერდებში რუსტებით დაგრძელებული პარაპეტით სრულდება, რომლის შუაშიც ჩასმულია მცენარეული, გირლანდებიანი დეკორი. ფასადის მარცხენა კიდე სრულიად სახეცვლილია, მასსა და რიზალიტს შორის სამივე სართულზე ორ-ორი სარკმელია ჩასმული. ყველა სართულის სარკმელი განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველ სართულზე სწორკუთხა, სადა, ჩაღრმავებული ჩარჩოთი მოვლებული ღიობია გაჭრილი, მესამე სართულზე ამავე ფორმის სარკმლებს გარშემო ფოთლოვანი ორამენტით შემკული ვიწრო ჩარჩო ფარგლავს და ცენტრში დეკორატიული საჭექი ქვაა გამოყოფილი; ღიობის ქვეშ კი ორი მცირე კანელურებიანი პილასტრებია ჩასმული. მეორე სართულის ფანჯრები უხვი დეკორით გამოირჩევა. აქ თაღოვანი სარკმლები სწორკუთხა ნიშაშია მოქცეული, უშუალოდ ღიობებს ვარდულებით დაბოლოებული კანელურებიანი პილასტრები და იონიკური დეკორის თაღი შემოწერს, რომლის ცენტრშიც დეკორირებული საჭექი ქვაა გამოყოფილი. საჭექ ქავასა და ნიშის კიდეს შორის დარჩენილი არეები გირლანდებითა და მცენარეული ორნამენტითაა ამოვსებული. ღიობის ქვეშ კი ყვავილოვანი დეკორით მორთული რუსტია ჩასმული. ფასადი ზემოთკენ კბილანებითა და დეკორატიული კრონშტაინებით სრულდება, სახურავზე კი მცირე მანსარდაა მოწყობილი. ნაგებობა მისი ხუროთმოძღვრული თუ დეკორატიული ელემენტებით მიმდებარე განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5336
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭონქაძე დანიელის ქ./6.გერგეთის გას./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7957778
Y: 41.69137516