CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4321
ObjectID: 4321
ID: 4321
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description:
შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის შუა ხნის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის შექმნისათვის, უჭირავს დომინანტის მხარდამჭერის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს საშუალო არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.
შენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა, ამაღლების ქუჩის მხარეს მდებარე მცირე ზომის კურდონერით. მიწის დონეების სხვადასხვაობის გამო ამაღლების შესახვევის მხრიდან შენობა ერთ სართულიანია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეს საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. ცენტრალური ფასადი წარმოდგენილია ხის გალერეისებრი აივნებისა და შუშაბანდების (პირველი სართულის დონეზე) კომპოზიციით. საინტერესოა აივნების მოაჯირების ჭვირული დეკორი, ხის კაპიტელებიანი მოხარატებული სვეტები და ლავგარდანი. ფასადი შელესილი და შეღებილია, აღსანიშნავია ღიობების საპირეების დეკორი და ამაღლების ქუჩაზე გამომავალი ხის მოზრდილი დეკორირებული აივანი ჭერის პლაფონით. საცხოვრებელი სახლის კურდონერი აგურის შელესილი კედლით არის შემოზღუდული, აქვს ასფალტის საფარი და მასში მოხვედრა შესაძლებელია, კედელში დატანებული ვიწრო ლითონის კარის საშუალებით. კურდონერის მიწის დონე უფრო მაღალია ვიდრე ამაღლების ქუჩისა, ამიტომ საჭიროა რამოდენიმე საფეხურის ავლა. მის ქვეშ მოწყობილია კომერციული ფართი, ქუჩის მხრიდან კედელში გაჭრილია რამოდენიმე საფეხურით ჩასასვლელი კარი და ორი სარკმელი. შენობის სარდაფში მეწაღის სახელოსნოა განთავსებული, მასში ჩასვლა რამოდენიმე საფეხურით არის შესაძლებელი, აქვს ბრტყელი გადახურვა და ჭერის სიმაღლე მიახლოებით 3მ-ა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3750
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ამაღლების I ჩიხი/13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუა ხანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79460104
Y: 41.69011738