ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4317
ObjectID: 4317
ID: 4317
Name: ყაზარმა (ყოფილი) საცხოვრებელი სახლი
FullName: ყაზარმა (ყოფილი)
ComplexName:
Description: XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგებული შენობა სამხედრო ყაზარმას წარმოადგენდა, რომელიც მოგვიანებით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა. საკმაოდ მასშტაბური შენობა შეულესავი წითელი აგურის ფასადებით იქცევს ყურადღებას. ხაზოვანი გეგმარების შენობა ჩრდილოეთით ოდნავ დაქანებულ რელიეფზე დგას და ცენტრალური ჩრდილოეთისა და არმოსავლეთის ფასადებით თაბუკაშვილი/ლაღიძის ქუჩაზე გამოდის. შენობის ფსევდო-კლასიცისტური ნიშნებით გადაწყვეტილი საფასადო კომპოზიცია მწყობრი და სიმეტრიულია. საფასადო დანაწევრების ძირითადი ჰორიზონტალებია ქვით მოპირკეთებული ცოკოლი, პირველი სართულის გამმიჯნავი სართულშუა პროფილირებული თარო, კარნიზი და კიდურა ფრთების დამაგვირგვინებელი ყრუ პარაპეტები. ვერტიკალური დანაწევრებიდან აღსანიშნავია ცენტრალური ჩრდილოეთის ფასადის კიდურა რიზალითური შვერილები (სწორედ მათ თავზეა მოქცეული პარაპეტები), რომლებიც აგურის წყობაში გამოყვანილი რუსტოვანი სარტყლებით (ზედა სართულების გამაერთიანებელი) არის მოსაზღვრული. ძირითად დამანაწევრებლ ელემენტებად მოიაზრება კარ-სარკმლის ღიობები; აივნებიც კი, ღია რკინის მოაჯირიანი, ძალიან ძუნწად ამკობს ფასადებს (წყვილი აივანია ჩრდილოეთ ფასადზე, თითო-თითო გვერდითა ფასადებზე). საფასადო კომპოზიციის გამომსახველობას აგურის წყობის მხატვრული გადაწყვეტა განაპირობებს, რომელიც გულისხმობს კედლების დამუშავების სპეციფიკას (რუსტირებული წყობის იმიტაცია პირველ სართულზე) და ღიობთა თავსართებს. პირველი სართულის მშვილდათაროვანი სარკმლები სადა ჩარჩო-საპირეშია ჩასმული და რუსტით გამოყვანილი თავსართები ამკობს; გამოირჩევა მეორე სართულის თაღოვან ღიობთა გაფორმება _ საჭექი ქვით გაერთიანებული ორმაგი საპირე-ჩარჩო; ყურადღებას იქცევს მესამე სართულის ღიობთა სანდრიკები _ სადად პროფილირებულ ჩარჩოზე დასმული თაღოვანი ფრონტონებით. შენობას ორი სადარბაზო შესასვლელი აქვს რ. თაბუკაშვილისა და რ. ლაღიძის ქუჩების მხრიდან და ერთი ეზოში შესასვლელი _ მესხიას ქუჩიდან. ეზოს კარიბჭე დაკარგულია, ხოლო თავად ეზოს ფასადი თბილისური განაშენინების კვალობაზე სავსებით ტრადიციულია და აგურის ფასადებთან ერთად, თავდაპირველად ღია ხის აივნებითაც იხსნებოდა. ამჟამად ღია აივნების მხოლოდ მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი, რადგან ნაწილი მოგვიანებით შუშაბანდებად გადაკეთდა, ხოლო უკანასკნელ ათწლეულებში კედლებითაც ამოშენდა (განსაკუთრებით პირველ სართულზე). ხის ჭვირული აივნები ეზოს ფასადის კომპოზიციურ ცენტრშია მოქცეული, რის გამოც ორივე კომპონენტი მხატვრულ-კონსტრუქციულად აქცენტირებულია. ეზოს ფასადების მიმოხილვისას თვალშისაცემი ხდება მისი უკიდურესად დამძიმებული ფიზიკური მდგომარეობა, რადგან აგურის მზიდი კედლები, ნახევრად ამოშენებული სარკმლებითურთ, ავარიულად დაბზარულია და ამჟამად რკინის ხიმინჯებით არის გამაგრებული. გამჭოლი ბზარები შეინიშნება ქუჩის ფასადების მხარესაც. შენობის ავთენტურობა, ერთი შეხედვით, შენარჩუნებულია, თუმცა არსებობს გარკვეული დანაკარგები, როგორიცაა არარსებული ეზოს ჭიშკარი და გალავანი, ზურგის ფასადის ამოშენებული ხის კონსტრუქციები, ასევე ღიობთა გარკვეული ნაწილი, ქუჩისპირა ფასადებზე მოგვიანებით გადახურულია ერთ-ერთი აივანი, პირველი სართულის რამდენიმე სარკმელი ცოკოლშია ჩაჭრილი და კარად გადაკეთებულია. ავთენტურობის კიდევ ერთი დარღვევაა სახლის მასიური, ორფერდა გადახურვის მქონე დაშენება. ზემოთქმულის მიუხედავად, ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4383
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლაღიძე რევაზის ქ./2.მესხიას ქ./1.თაბუკაშვილი რეზოს ქ./46
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი; კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79588327
Y: 41.70199503