ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4315
ObjectID: 4315
ID: 4315
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მსხვილმასშტაბიანი, სამსართულიანი შენობა ორი ქუჩის კუთხეში დგას. გეგმის მიხედვით შენობა თითქოს სპირალის ფორმას იმეორებს, მის ფლიგელებს შორის მოქცეულია ვიწრო კუდით დაბოლოვებული ეზო. სახლის ფასადი ევროპული ხუროთმოძღვრული ელემენტებით უხვად არის შემკული და კომპოზიციური გადაწყვეტა მის ექსტერიერს პომპეზურს ხდის. ორივე ქუჩისაკენ მიმართული ფასადი ასიმეტრიულია, მათ კუთხეში მოწყობილი ორსართულიანი, კოშკურით დაგვირგვინებული ერკერი კრავს. ა. ფურცელაძის ქუჩისაკენ მიმართული ფასადის ასიმეტრიულობას მის მარცხენა განაპირა მხარეს გაჭრილი სადარბაზოს კარი, კომპოზიციის შუა ღერძიდან მარცხნივ მოთავსებული აივნები, ღიობების არათანმიმდევრული განაწილება და მათი სხვადასხვაგვარი გაფრომება წარმოქმნის. სადარბაზოს კარი და მის თავზე, ორივე სართულზე დატანილი თითო-თითო ღიობი, მსუბუქ რიზალიტშია მოქცეული, რომელიც საერთო საფასადე კომპოზიციიდან დორიული კაპიტელებით შემკული პილასტრებით არის გამოყოფილი. შენობის განაპირა მხარეს განლაგებული ნახევარსვეტები, ისევე, როგორც რიზალიტის კომპოზიციის ხუროთმოძღვრული სხვა სამკაულები დაზიანებულია. მეორე სართულის ღიობს ნახევარწრიული აჟურული, მუცლიანი მოაჯირით შემოსაზღვრული აივანი ერთვის. ფასადის მარცხენა განაპირა მხარესაც კომპოზიციას მსუბუქი, თუმცა უფრო განიერი რიზალიტი ერთვის, რომელშიც პირველ სართულზე ერთი დიდი ზომის ვიტრინაა გაჭრილი, მეორე სართულზე - თაღოვანი, პომპეზური სარკმელი, ხოლო მესამე სართულზე - ვიწრო წყვილი ფანჯრები. საფასადე კომპოზიციის შუა ღერძიდან მარცხნივ, ზედა ორ სართულზე, მრგვალკუთხეებიანი, მუცლიანი აჟურული მოაჯირით შემკული აივნებია მოქცეული. მესამე სართულის აივანი, მეორე სართულის ღიობის დამაგვირგვინებელ, ორ, პროფილირებულ კრონშტაინს დაყრდნობილ თაროს ებჯინება. აივნების ორსავ მხარეს თითო-თითო სარკმელია გაჭრილი, რომელთაგან მეორე სართულზე მოქცეული ღიობები მაღალ, პროფილირებულ, გირლიანდებით შემკულ კრონშტაინებს დაყრდნობილი სამკუთხა ფრონტონებით ბოლოვდება. მესამე სართულის სარკმლები წნულისებრ საპირეებს ჯერდება. შენობის ფასადის მარჯვენა ნაწილის კომპოზიცია ზემოთ აღწერილისაგან განსხვავდება, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ანალოგიური სამკაულია გამოყენებული. ორივე სართულზე წყვილ-წყვილად განლაგებული ვიწრო სარკმლების რიგებია წარმოდგენილი, რომელთაგან მესამე სართულის ღიობები ასევე წნულისებრი საპირეებით არის შემკული, ხოლო მეორე სართულის წყვილ ფანჯრებს საერთო, ოთხ პროფილირებულ კრონშტაინს დაყრდნობილი სამკუთხა ფრონტონი ერთვის, რაც ერთიან კომპოზიცას ქმნის. კრონშტაინებს შორის თითო რუსტია მოქცეული. რიზალიტში, მეორე სართულზე, დატანილი თაღოვანი სარკმელი ფარდისებური ფორმის ერთგვარ ჩარჩოზე დაყრდონიბილი რკალური ფრონტონით არის შემკული. ფასადის ორი, სხვადასხვაგვარი, ზემოთ აღწერილი კომპოზიცია ერთმანეთისაგან პილასტრისებრი დეტალით არის გამიჯნული. ათონელის ქუჩისაკენ მიმართული, შედარებით გრძივი ფასადის ასიმეტრიულობას, კომპოზიციის შუა ღერძის ორსავ მხარეს არათანაბრად განაწილებული აივნები, ღიობები, სადარბაზოს კარი და ეზოს გვირაბი, რიზალიტები განსაზღვრავს. შენობაში შესასვლელი ცენტრალური ღიობი, სწორედ აღნიშნულ მხარეს არის მოწყობილი, რომელშიც ხის, ორფრთიანი, თაღოვანი სარკმლებითა და სხვადასხვა ორნამენტებით გაფორმებული კარია ჩამოკიდებული. ეზოში შესასვლელ გვირაბს მასიური რკინის, აჟურული ჭიშკარი ერთვის, რაც შენობას პომპეზურობას მატებს. ა. ფურცელაძის ქუჩისკენ მიმართული ფასადის მსგავსად, ათონელის ქუჩისკენ გამავალი ფასადიც რამდენიმე მსუბუქი რიზალიტით განისაზღვრება, რომლებშიც ღიობებია მოქცეული. ფასადის განაპირა მარჯვენა მხარესა და შენობის შუა ნაწილში, არათანაბარი დაშორებით, ზედა ორ სართულზე, დიდი ზომის, აჟურული, მუცლიანი ცხაურით შემოსაზღვრული მრგვალკუთხიანი აივნებია მოწყობილი. ღიობების მორთულობა ზემოთ აღწერილი ფასადის ანალოგიურია. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ორივე ქუჩისაკენ მიმართული ფასადი სხვადასხვაგვარი ჰორიზონტალური კანტებით არის დანაწევრებული. შენობის პირველი სართული სახეცვლილია, დიდი ზომის ღიობების ნაწილი გადაკეთებულია. ნაგებობის კუთხეში გამართული ერკერი მძლავრ კრონშტაინებს ეყრდნობა. ის, ორივე სართულზე, კანელურებიანი პილასტრებით არის შემოსაზღვრული, რომელთა შორისაც სარკმლებია მოქცეული. მეორე სართულის ნახევარსვეტებს დორიული კაპიტელები ამკობს, მესამე სართულის პილასტრებს კი - იონიური. ერკერის სამივე წახნაგზე, სართულების გამყოფ კარნიზსა და სარკმლებს შორის მოქცეულ მართკუთხა არეზე ბაროკული ხუროთმოძღვრული ნაძერწი ელემენტებია დატანილი. შენობას კრონშტაინებითა და მათ შორის მოქცეული ვარდულისებრი, განმეორებადი კომპოზიციით დანაწევრებული ფრიზი ერთვის, რომელსაც ნაგებობის დამაგვირგვინებელი კარნიზი ეყრდნობა. აღსანიშნავია ეზოს მხარეს გამავალი ფასადიც, რომელიც ხის ჭვირული მოაჯირებით შემოსაზღვრული, ჩუქურთმებით გაფორმებული აივნებითა და შუშაბანდებით არის წარმოდგენილი, რასაც სადარბაზოს აგურით ნაშენი, შეულესავი ფლიგელი კრავს. ეზოს თავდაპირველ იერსახეს პლასტიკატით დაფარული შუშაბანდები და ამოშენებული კედლები არღვევს. მესამე აივნებშემოვლებული სართულის თავდაპირველი იერსახე უმეტესად შენარჩუნებულია. სართულებს ეზოსთან ორი რკინის მრავალბაქნიანი კიბე აკავშირებს. აღწერილი შენობის ქუჩისკენ მიმართული ფასადი ევროპული არქიტექტურული რეპერტუარიდან აღებული ფორმების მატარებელია. ხუროთმოძღვრულ ელემენტებს შორის რენესანსულ-ბაროკული დეტალები უხვად გვხვდება, რაც მის დანაწევრებულ ექსტერიერს ეკლექტური ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებლ პომპეზურობას სძენს. ეზოსკენ მიმართული ხის აივნებითა და შუშაბანდებით წარმოდგენილი ფასადი ტრადიციული თბილისური საცხოვრებელი სახლის იერის მატარებელია. ნაგებობა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში აგებული საცხოვრებელი სახლების ანალოგიურად ორსახოვანია. ის მიმდებარე განაშენიანებაში მასშტაბურობითა და პომპეზურობით დომინანტია, ამასთანავე, მის მოპირდაპირე კუთხეში მდგარ ერკერიან სახლთან გადაძახილსა და საერთო სურათს ქმნის, რაც მას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3725
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ათონელის ქ./18.ფურცელაძე ანტონის ქ./22
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80327966
Y: 41.69835481