{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4310?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4310?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4310?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4310",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4310,
    "ID" : 4310,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სამსართულიანი კუთხის შენობა აგურისგან არის ნაგები და შელესილია. კუთხის მხარეს გამოსული, ჩამოკვეთილი წახნაგის ზედა ორ სართულზე რკინის ორნამენტით გამშვენებული აივნებია მოწყობილი, ხოლო პირველ სართულზე სარკმელია გაჭრილი (აქვეა მოწყობილი მცირე მიშენებაც). წახნაგს თავზე პარაპეტი ადგას, რომელიც კიდეებში კანელურებიანი პილასტრებით არის გაფორმებული. \nშენობის მარცხენა კედელი მთავარ ფასადს წარმოადგენს. ვინაიდან რელიეფი დამრეცია, აქ ქვედა სართულის ნახევარი მიწის ქვეშაა მოქცეული. ფასადის ცენტრს გამოკვეთს რიზალიტი, რომელიც ფრონტონიანი პარაპეტით სრულდება. რიზალიტში ქვედა სართულზე გრძელი თაღოვანი კარია გაჭრილი. კარი ხისაა და რკინის ორნამენტული ცხაურითაა გაფორმებული, ღიობის თავზე კი სწორკუთხა, ჩარჩოში ჩასმული სარკმელია გაჭრილი, რომლის თავზეც გვერდებში ვერტიკალური გადანაკეცებით დასრულებული დეკორატიული თაღია ჩასმული. სწორედ ასეთი თაღებითაა გაფორმებული მეორე სართულის ყველა სარკმლის თავი. რიზალიტი დანარჩენი სიბრტყისგან კანელურებიანი პილასტრებით გამოიყოფა. კარის ორსავ მხარეს სწორკუთხა, მოჩარჩოებული სარკმლების ღიობების მწკრივია. რაც შეეხება მეორე სართულს, აქ სარკმლების გარდა, კიდეებში ორი აივანია ჩასმული. მარცხენა აივანს ზომა აქვს შეცვლილი, გაფართოებულია და დაკარგული აქვს ავთენტურობა, მარჯვენა აივანი კი თავდაპირველი სახითაა ჩვენამდე მოღწეული, მას რკინის ორნამენტირებული მოაჯირი აქვს. \nფასადი რელიეფური ხაზებით შედგენილი კარნიზით სრულდება, სულ ბოლოს კი რიზალიტის პარაპეტის მსგავსი კიდევ ორი პარაპეტია ჩასმული. მარჯვენა და შუა ერთნაირია, ხოლო მარცხენა განსხვავებული, მისი ფრონტონი შემაღლებულია და შუაში ოვალია გამოკვეთილი, რომელშიც ფარგლისა და ჩაქუჩის გამოსახულებაა ჩასმული. პარაპეტებს შორის სწორკუთხა შვერილების მწკრივია მოცემული. გვერდითი ფასადი შედარებით სადაა. აქ ისეთივე სარკმლების მწკრივია მოცემული, როგორიც მთავარ ფასადზე. რადგანაც ქუჩა დამრეცია, აქ ნაგებობას ქვემოთ მეოთხე სართულიც ემატება, რომელშიც სწორკუთხა ჭიშკარია გაჭრილი. \nსახლს უკან შუშაბანდიანი და აივნებიანი ეზო აქვს. ისინი ხის არის და მათი მოაჯირის ნაწილი რიკულებიანია. ეზოში ასევე გვხვდება რამდენიმე გადახურული ხის კიბე, რომლებიც სართულებს ერთმანეთთან აკავშირებს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4679",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მთაწმინდის I შეს./4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "1903 წელი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.793000399999997,
    "Y" : 41.695988710000002
  }
}