ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4305
ObjectID: 4305
ID: 4305
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი დგას ძველი თბილისის ისტორიულ უბანში. სამსართულიანი ნაგებობა ფსევდო კლასიცისტური და ფსევდო რენესანსული სტილის ეკლექტიკური ფასადებითაა შემკული. იგი აგებულია XX ს-ის დასაწყისში და კარგად არის ჩაწერილი ქუჩათა განაშენიანებაში. ნაგებობის არქიტექტურულ სახეს განაპირობებს განსხვავებულად მოჩარჩოებული და რიტმულად განაწილებული სარკმელთა მონაკვეთები, კვეთილ სახეებიანი ფრიზით მდიდრულად მორთული პროფილირებული ლავგარდანი. პირველი სართული აქცენტირებულია მსხვილი რუსტიკით. ღიობები აქ მარტივი, თარაზული სახისაა, ზედმეტი მორთულობის გარეშე. ნაგებობის ზედა ნაწილისგან გამოყოფილია საფეხუროვანი ლავგარდანით და მისთვის გარკვეულ საფუძველად გვევლინება. მეორე სართულის სარკმლები გარკვეული პროპორციით არის განაწილებული და მდიდრულადაა მორთული. ლეონიძის ქუჩის ფასადზე, ფლანგების სარკმლები შეწყვილებულია, ცენტრში კი ტრიპტიქულად არის გაერთიანებული. ტაბიძის ქუჩაზე სარკმლების ღიობთა განაწილებისას მკაცრი სიმეტრია დარღვეულია. აქ ტრიპტიკული სარკმლები მარცხენა ფლანგზეა, ცენტრში ხუთსარკმლიანი კომპოზიციაა, მარჯვენა ფლანგზე კი მხოლოდ თითო სარკმელია. სარკმლები მოცულია რთულპროფილიანი მოჩარჩოებით. სარკმელთა თავსართებს კი წარმოადგენს პროფილირებული სანდრიკები, რომელთაც კრონშტეინებზე შემომდგარი ფრონტონების სახე აქვთ. II სართულის ტრიპტიქულ სარკმლებზე სამკუთხა ფრონტონებს ენაცვლება მათი ოვალური ანალოგები, რომლებშიც ჩაწნულია ფსევდობაროკული ტიპის როკაილების მსგავსი ორნამენტაცია
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4026
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გალაკტიონ ტაბიძის ქ./3.გალაკტიონ ტაბიძის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80085455
Y: 41.69217021