CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4304
ObjectID: 4304
ID: 4304
Name: საცხოვრებელი
FullName: დეპარტამენტი ლეონიძე გიორგის 2
ComplexName:
Description: სახლი დგას ძველი თბილისის ისტორიულ უბანში. იგი აგებულია XX ს-ის დასაწყისში და კარგად არის ჩაწერილი ქუჩათა განაშენიანებაში. დღეს სახლის უკანა ნაწილი მთლიანად დაშლილია, შენარჩუნებულია მხოლოდ ფასადის წინა მხარე. შენობა სამსართულიანია. ცოკოლის პირველი სართული აქცენტირებულია ძლიერი რუსტიკით. ცოკოლის სართული ზედა სართულებისგან გამოყოფილია პროფილირებული თაროკარნიზით. ნაგებობა მუქ ნაცრისფრადაა დაფერილი. დანარჩენ სართულებზე, ფასადი გაფორმებულია შეწყვილებული, თარაზული ფორმის სარკმლებით. სამივე სართულზე სარკმლებს შორის სივრცე შევსებულია კედლის სიბრტყიდან გამოწეული ვერტიკალური სვეტით - მაღალი პილასტრით. პიედესტალი უორნამენტოა, სვეტისთავის კაპიტელი კი მორთულია ვოლუტებით და მცენარეული ორნამენტით. ნაგებობის კონსტუქციული ნაწილების სიბრტყე თარაზულად არის დალიანდაგებული თანაბარი სიმაღლის ზოლებით. ნაგებობა ზევით შეკრულია პროფილირებული ლავგარდანის სისტემით. ლავგარდანს ძირზე მცენარეული ორნამენტით მორთული ფრიზი დაუყვება. მის ზემოთ კი სტანდარტული პარაპეტია. დღეს სახლის უკანა ნაწილი მთლიანად დაშლილია, შენარჩუნებულია მხოლოდ ფასადის წინა მხარე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4550
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლეონიძე გიორგის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ადმინისტრაციული>>სხვა;
CurrentFunction:
ადმინისტრაციული>>დეპარტამენტი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80058964
Y: 41.69266585