CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4303
ObjectID: 4303
ID: 4303
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მანსარდით, აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. სახლი ორი ქუჩის გასაყარზე დგას. ნაგებობა რიწის ქუჩისკენ შიდა ეზოთი გადის, მთავარი ფასადით კი ცხემის ქუჩაზე. ერთი შეხედვით შენობა მთლიანად თავისუფალია საფასადე შემკულობისგან. მთავარ ფასადზე ერთადერთ მხატვრულ-არქიტექტურულ აქცენტს ხის პატარა სახასიათო მანსარდა და აივნის ქვის მოაჯირი წარმოადგენს. მანსარდა შემკულია ხის დეკორატიული ელემენტებით, რაც ქვის თაღოვანი ნიშებით შემკულ მოაჯირთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთავარი ფასადის მორთულობაში. ნაგებობა აგებულია ქვისგან და შელესილია. გეგმაზე იგი მართკუთხედს უახლოვდება. შენობას აქვს ორი ეზო. ერთი ცხემის ქუჩის მხრიდან, მეორე კი რიწის ქუჩის მხრიდან. ამათგან ყურადღებას სწორედ ეს უკანსაკნელი იმსახურებს მხატვრული არქიტექტურულ - სივრცითი ორგანიზებით. აქ საყურადღებოა ხის აივანი, ხისავე კიბე და მრგვალი სვეტები.
საცხოვრებელ სახლზე შეინიშნება მიშენება და დაშენებაც ეზოების მხრიდან. როგორც ცნობილია მთაწმინდის ფერდობის ზედა ნაწილში, ქვედა ქუჩებისგან განსხვავებით შედარებით დაბალი სოციალური ფენა სახლდებოდა, რაც შენობათა გაფორმებასა და მხატვრულ-არქიტექტურულ ,,სახეზე" კარგად ჩანს.
ნაგებობა დედაქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში მდებარეობს და მნიშვნელოვან შენობას წარმოადგენს მთაწმინდის კალთის ურბანული ქსოვილისთვის. მისი შესაძლო დანგრევით და ახალი შენობის აგებით ჩვენ დავკარგავთ XIX საუკუნის განაშენიანების სახეს. თავად საცხოვრებელი სახლი ცუდ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ეზოს მხრიდან.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იოანე პეტრიწის ქ./5.ცხემის ჩიხი/2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79181536
Y: 41.69980142