{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4302?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4302?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4302?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4302",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4302,
    "ID" : 4302,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  ",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სამსართულიანი შემოსავლიანი სახლი, აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური, ნაწილი შენობის დაფარულია დეკორატიული ნალესობით, ნაწილი კი გაულესავია. როგორც მთავარი ფასადის ცენტრალური ნაწილი, ისე შიდა ეზოს ფასადი შესრულებულია ნეოკლასიციზმისა და მოდერნის სტილში, რაც კარგად იკითხება, როგორც ფასადის მხატვრულ გადაწყვეტაში, ასევე მის ცალკეულ დეკორატიულ დეტალში. \nქუჩის მხრიდან, შენობის მთავარი ფასადი ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, სხვადასხვა მხატვრულ სახეს ქმნის, თითქოს ორი დამოუკიდებელი შენობა იყოს. ამას ხაზს უსვამს მთავარი ფასადის ცენტრალური ნაწილი, რომელიც გალესილია და შემკულია მოდერნის სტილის ორნამენტებით, მისი გვერდითი ფასადი არის გაულესავი და მთავარ მხატვრულ ეფექტს ქმნის წითელი აგური და ხის დიდი, კუთხის, რიკულებიანი ორსართულიანი გადახურული აივნები, რომელიც მძლავრ მხატვრულ აქცენტს სვამს ფასადზე. ეს, შესაძლოა, განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებით, რომ ნაგებობა წარმოადგენდა შემოსავლიან სახლს. ამ სტილის სახლებისთვის კი სპეციფიკური იყო შემდეგი: საცხოვრებლის ის ნაწილი, რომელშიც თავად მეპატრონე ცხოვრობდა ოჯახით, მეტად იყო გაფრომებული დეკორით. ამაზე მეტყველებს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ვესტიბიულიც. თუ ცენტრალურ ვესტიბიულში ჩვენ გვხვდება ქვის იატაკი, კიბეები და ლითონის ჭედური ორნამენტებიანი მოაჯირი, გვერდით სადარბაზოში გვხვდება ხის კიბეები და მოაჯირი. მთავარი ფასადის ცენტრალური ნაწილი, როგორც აღვნიშნეთ, ნეოკლასიციზმისა და მოდერნის ეკლექტიზმის ნიმუშს წარმოადგენს. ამაზე  მეტყველებს თავშეკავებული შემკულობა, მიუხედავად მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ორნამეტების გამოყენებისა, ფასადის კომპოზიცია სისადავითა და სიმკაცრით გამოირჩევა, რომელიც თავისუფალია საფასადო ნაძერწობისგან. მას ამკობს ასევე მოდერნის სტილში გადაწყვეტილი ჭედური აივნების ყვავილოვანი მოაჯირები, რომელიც გვხვდება გვერდით ფასადზეც, რაც მხატვრულად ერთგვარად აკავშირებს და კრავს მთელ შენობას. სისადავით გამოირჩევა სადარბაზოს ხის კარებიც. \nშენობის შიდა ეზოს ფასადი გვხიბლავს თავისი საერთო გადაწყვეტით, სადაც გვხვდება ხის შუშაბანდები ჭვირული ორნამენტებით და ლითონის ხვეული კიბე. შენობის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი წარმოადგენს ძალზე საინტერესო ხასიათის ნაგებობას, სადაც კარგად ჩანს ძიების პერიოდი.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4375",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "თაბუკაშვილი რეზოს ქ./35",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796078450000003,
    "Y" : 41.70258346
  }
}