{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4296?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4296?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4296?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4296",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4296,
    "ID" : 4296,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  ",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-20 საუკუნის დასაწყისის, 1914 წლის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის შექმნისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. გააჩნია მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება. მისი ავტორია არქიტექტორი გაბრიელ ტერ-მიქელოვი.\r\nშენობა 3 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა შიდა ეზოთი და ქუჩის მხარეს მდებარე ბაღით. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური, ასევე რკინა-ბეტონი და ხე. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია  სამერცხლეების საშუალებით.\r\nშენობის ფასადები ეკლექტურია, ატარებს რენესანსისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია და ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით. შენობის პირველი სართულის არქიტექტურულ-მხატვრული სახე წარმოადგენს ორი თაღის (ერთი სადარბაზოს კარი, მეორე შიდა ეზოში შესასვლელი თაღი) და მათ შორის მდებარე სარკმელების კომპოზიციას, რომელიც დამუშავებულია რუსტებიანი ნალესობით და დაყოფილია ასევე რუსტირებული პილასტრებით. შენობის მეორე სართულის საფასადე კომპოზიცია გადაწყვეტილია ორ კუთხის რიზალიტს შორის მდებარე რკინა-ბეტონის ღია თაღოვანი ლოჯიით, რომელიც გამოირჩევა იონური კაპიტელებით შემკული სვეტებითა და ბალუსტრებიანი მოაჯირით. მესამე სართულზე კი, კუთხის რიზალიტებს შორის ღია, ასევე ბალუსტრებიანი მოაჯირით დამშვენებული ტერასაა განთავსებული. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიც არის საჭექი ქვების ლომების ჰორელიეფური გამოსახულებები, პილასტრები იონური და კორინთული კაპიტელებით, აივნის კარების თავზე განთავსებული პროფილირებული ფრონტონები, გირლიანდები, კარნიზების დენტიკულები, ატიკის კარნიზის კრონშტეინები და მათ შორის მდებარე ტონდოები, მეანდრებიანი არშია, კარტუში გერბისა და სახლის მეპატრონის, მილოვის ინიციალებით შემკული ბარელიეფით და სხვა. აღსანიშნავია სადარბაზოს ხის კარი, ლითონის ჩუქურთმიანი ცხაურებით, მოქლონებითა და ფლორალური დეკორით. კარი ახალი რესტავრირებულია.\r\nგვერდითა ფასადი წარმოადგენს აგურით გამოყვანილ წყობას სამი სხვადასხვა ზომის სარკმლით, რომლებიც არ არის შენობის თანადროული.\r\nსახლის სადარბაზო გამოირჩევა პარადულობით, აღნიშვნას იმსახურებს მარმარილოს კიბე, იატაკის ტერაცო მეანდრებიანი არშიებით, ინტერიერის კედლების კანელურებიანი კორინთული პილასტებით დანაწევრება, მათ შორის მდებარე ფრონტონებით და რუსტებით, ჭერის დენტიკულებიანი და ფლორალური დეკორით შემკული არშიები, ხის კიბე, ლითონის მოაჯირი და ვიტრაჟებიანი შუქფარანი. სადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია.\r\nსაცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს ფასადები ხის გალერეისებრი შუშაბანდებით არის წარმოდგენილი. შენობა დაგვირგვინებულია ხის ლავგარდანით. საინტერესო ელემენტებია ხის ალათების დეკორი, მუშარაბები და მოაჯირები.\r\nწინა ეზო (ბაღი) შემოზღუდულია ქვისა და ლითონის ცხაურებიანი ღობით, რომელიც შემკულია კრატერებითა და გლობუსებით. შიდა ეზოში მოხვედრა შესაძლებელია შენობის კედელში დატანებული თაღოვანი გასასვლელის მეშვეობით. იგი დაფარულია ასფალტის საფარით.\r\nსახლს აქვს სარდაფი, რომელიც შელესილი აგურის წყობის კედლებით არის ამოყვანილი. მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 3 მ-ია და ჩასვლა შესაძლებელია ეზოს მხრიდან.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5025",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ქიქოძე გერონტის ქ./11",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "1914 წ.",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.798193650000002,
    "Y" : 41.69046101
  }
}