CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4295
ObjectID: 4295
ID: 4295
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი ასათიანი ლადოს 58
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დგას სოლოლაკში. სახლი აგებულია ქუჩის პერიმეტრზე და წარმოადგენს L- ს ფორმის გეგმარების სამსართულიან საცხოვრებელ სახლს. სახლს აქვს შიდა ეზო, რომელიც ღრმად არის შეჭრილი კვარტალურ განაშენიანებაში. სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, აშენებულია 1890-იან წლებში. წარმოადგენს რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიზმის ნიმუშს. თავდაპირველად შენობა ორსართულიანი იყო, მესამე სართული 1920-30-იან წლებშია დაშენებული. სახლი აგურითაა ნაშენი. ნაგებობის ფასადი ცენტრალურ პრინციპზეა აწყობილი, დგას ცოკოლზე. აქ პირველ სართულზე თაღოვანი სადარბაზოა, ხის მოხარატებული ტიმპანიანი კარით. პირველი სართულის მარჯვენა მხარეს, ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. ზედა ორ სართულზე, ფლანგებზე სივრცე აქცენტირებულია ჭვირულ მოაჯირებიანი ლითონის ნახევარწრიული აივნებით, ხოლო ზემოთ ნაგებობა სრულდება რთულპროფილიანი პარაპეტით და მაღალი მანსარდის მაღალი კუთხით დახრილი ქანობით, რომლის მთელ სიგრძეზე მრგვალი სარკმლელი-ლუნეტები დაუყვება ფრიზის სახით. ნაგებობის სხვენი გადახურულია მუქშინდისფრად დაფერილი თუნუქის საბურავით. საცხოვრებლის სახლის მთავარ ღირსშეშანიშნაობას წარმოადგენს სადარბაზოს მოხატულობა. მხატვრობა კარგადაა შემორჩენილი, თუმცა ესაჭიროება რესტავრაცია. მოხატულია ვესტიბიულის კედლები და ჭერი. ვესტიბიულის კედლები პლასტიკურად დანაწევრებულია დეკორატიული შეისრული თაღნარით, რომლის ზედა არეები მცენარეული ორნამენტითაა მოხატული. მსგავსი მცენარეული ორნამენტიტაა გაფორმებული ვესტიბიულის პლაფონი. კოლორიტი აგებულია კონტრასტულ ფერებზე. მხატვრობა გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირებულებით. ფასადის მხატვრული ასახულობა მიღწეულია აგურის სხვადასხვა ფორმებად ნაწყობი საფასადო სიბრტყის, პილასტრების, სართულთა ,,ქამრებისა" და ლავგარდანების მხატვრული გადანაწილებით. ამას აძლიერებს სარკმელთა მეორე და მესამე სართულზე თაღოვანი აგურისავე წყობით მოდელირებული თავსართები და ეზოში შესასვლელ ღიობთა მორთული თაღები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3841
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს ქ./58
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79706191
Y: 41.68927184