CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4294
ObjectID: 4294
ID: 4294
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი ასათიანი ლადოს 44
ComplexName:
Description: რთული გეგმის მქონე აგურით ნაშენი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს თბილისის ძველ უბანში - სოლოლაკში. სახლი გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირებულებით. ნაგებობა მოდერნის სტილშია აშენებული XX საუკუნის ბოლო მეოთხედში. ნაგებობის ფასადი ცენტრალურ სიმეტრიულ პრინციპზეა აწყობილი. ორთავე სართულის ფლანგებზე თხელი რიზალიტებია. სახლი დაფერილია მონაცრისფრო ტონალობაში. პირველი სართული დანაწევრებულია კარ-სარკმელთა სწორკუთხა ღიობებით. შენობის პირველი და მეორე სართულები რუსტირებულია, თუმცა პირველი სართულზე უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება რუსტიკა - ვიდრე მეორე სართულზე. პირველი სართულის მარცხენა ფლანგზე, ასათიანის ქუჩიდან, ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია მოწყობილი, ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. სახლის მარჯვენა მონაკვეთში სადარბაზოა მოწყობილი ხის ორფრთიანი კარით. სადარბაზოს შესასვლელი აქცენტირებულია. აქ ორნამენტულ მოტივებადაა გამოყენებული მასკარონები. პირველი და მეორე სართულები ერთმანეთისგან გამიჯნულია სარტყლით, რომლის ზედაპირი შევსებულია მეანდრის მოტივის ორნამენტით. შენობის მეორე სართული დანაწევრებულია სწორკუთხა ღიობებით და გაფორმებულია სადა გეომეტრიული ფორმის მოაჯირით. ფასადის ცენტრში მასიურ კრონშტეინებზე დაყრდნობილი ლითონის სწორკუთხა აივანია, სტილიზებული მცენარეული ორნამენტით შემკული მოაჯირით. სტილიზებული ნახევარწრიული აივანი მოწყობილი სახლის მარცხენა ნაწილშიც, ეზოში შესასვლელი თაღოვანი ღიობის თავზე. აივნის ორივე მხარეს გირლანდაშემოვლებულ მედალიონში ჩასმული ქალის რელიეფური გამოსახულებაა. შენობა დასრულებულია ბალუსტრადით. ცენტრში მედალიონია გამოსახული სადაც ჩასმულია ლათინური ასოები: AB -მის ზემოთ ფრონტონის ზედა არეში ლომის თავის ჰორელიეფური გამოსახულებაა. სახლს ორდონიანი ეზო აქვს. ეზოების მხარეს სახლი ოთხი ფლიგელით გამოდის. განსხვავებულია მათი სართულიანობა. ორი ფლიგელი სამსართულიანია, მეორე ფლიგელი ხუთ სართულიანი. სამსართულიანი ფლიგელები სივრცეში ხის შუშაბანდით იხსნება. სახეცვლილია შენობის პირველი სართული, აქ შუშაბანდი ამოშენებული, რაც არღვევს ნაგებობის პირვანდელ სახეს. აღსანიშნავია სახლის თანადროული ლითონის ხვეული კიბე. ხუთსართულიანი ფლიგელის ფასადი აგურისაა. სახლში მოსახვედრად ეზოში სადარბაზოა მოწყობილი ხის ორფრთიანი კარით. საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შემორჩენილია თანადროული მამარილოს კიბე და იატაკის მოზაიკა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3834
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს ქ./44
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79925081
Y: 41.6893147