CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4290
ObjectID: 4290
ID: 4290
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი ჭონქაძე დანიელის 15/ჩაიკოვსკის 12
ComplexName:
Description: დ. ჭონქაძისა და ჩაიკოვსკის ქუჩათა კვეთაზე განლაგებული ორსართულიანი სახლის გეგმა არასწორკუთხაა. დ. ჭონქაძის ქუჩაზე მოქცეული ფასადი უფრო მცირე ზომისაა. პირველ სართულზე სწორკუთხა კარის ჭრილია, რომელსაც ხის წინფრა აქვს და ხისავე ორფრთიანი კარი აქვს შებმული. მეორე სართულზე ერთი სწორკურთხა სარკმელია გაჭრილი, რომელიც ორსავ მხარეს სადა დაბალი პილასტრებითაა მოზღუდული, ზემოთკენ კი მთლიანად ფასადი სამკუთხა ფრონტონით სრულდება. ჩაიკოვსკის ქუჩაზე მოქცეული ფასადის მარჯვენა ნაწილი რიზალიტს წარმოადგენს და, ასევე, ფრონტონით სრულდება, მის ქვემოთ კი ორი წაგრძელებული სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, პირველი სართული რუსტირებულია და ამ მონაკვეთში ორი თაღოვანი ღიობია ჩასმული. მარცხნივ გაყოლებაზე ისეთივე სარკმლების მწკრივია, როგორიც რიზალიტშია. ფასადის მარცხენა ბოლოში ასეთივე, ოღონდ უფრო მსუბუქად შვერილი რიზალიტია, რომლის კიდეშიც ფასადის გაგრძელებაა, სადაც ქვედა სართულზე ძლიერად შვერილი სადარბაზოში შესასვლელია, შუაში კი სწორკუთხა ღიობია. მეორე სართულზე ფასადის სხვა ფანჯრებისგან განსხვავებული, შეისრული ფორმის სარკმელია ჩასმული. ფასადის გვერდიდან რამდენიმე სივრციან ეზოში შევდივართ. პირველ სივრცეში შენობა ისევ აგურის შელესილი ფასადებით გამოდის, სადაც სწორკუთხა სარკმლების ღიობებია გაჭრილი, რომლებიც პირველ სართულზე სადაა, ხოლო მეორეზე სამკუთხა ფრონტონებით სრულდება. ეზო მეორე მხარეს ხის აივნებ და შუშაბანდებშემოვლებულია, რომელთა მოაჯირებიც აჟურულია. ნაგებობა მიმდებარე განაშენიანებაში მასშტაბით კარგად ეწერება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5331
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭონქაძე დანიელის ქ./15.ჩაიკოვსკის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79566966
Y: 41.69264383