ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4287
ObjectID: 4287
ID: 4287
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი სახლი სულხან-საბას ქუჩის მიმყოლადაა განლაგებული. მისი რუსტირებული ფასადის კიდურა და ცენტრალური ნაწილები რიზალიტს წარმოადგენს. პირველ სართულზე სადა სწორკუთხა სარკმლების გარდა, მარცხენა რიზალიტში ეზოში შესასვლელი თაღოვანი ღიობი, მის მარჯვნივ კი რკინის წინფრებით გადახურული ორი ხის კარია გაჭრილი. სიმეტრიული კომპოზიციის მქონე მეორე სართული, შედარებით, უხვადაა დეკორირებული. დომინანტს მცირე კრონშტაინებზე დაყრდნობილი რკინის აჟურულმოაჯირიანი აივანი წარმოადგენს, რომელიც რკალური ფრონტონით დასრულებულ ორ ღიობს მოიცავს. აივნის კიდეებში მცენარეული ორნამენტით პროფილირებული პილასტრებია ჩასმული, რომელიც ქალის თავის გამოსახულებიანი კომპოზიტური კაპიტელით ბოლოვდება. განაპირა რიზალიტებში ორ-ორ მცირე იონურ ორდერებს დაყრდნობილი, თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომლის თავზეც კანტებითა და სხვადასხვა ფორმებით გაფორმებული რუსტებია მოთავსებული. ღიობების ორსავ მხარეს ისეთივე პილასტრებია ჩასმული, როგორიც აივნის გვერდებში, განსხვავება ის არის, რომ აქ ისინი წყვილადაა მოცემული. ფასადი ზემოთკენ დეკორირებულ კრონშტაინების მწკრივს დაყრდნობილი რელიეფური კარნიზით სრულდება. ეზოში შესასვლელი ჭიშკრის თავზე გირლანდითა და ლენტით შედგენილი დეკორია, რომელშიც სახლის ნომერი - 6 არის ჩაწერილი. ნაგებობის ფასადის არქიტექტურული მორთულობა ევროპულ ტრადიციას მისდევს და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდებარე განაშენიანებაში. ჭიშკრიდან სწორკუთხა გვირაბის გავლით ეზოში ვხვდებით, რომელიც ძლიერაა სახეცვლილი, თუმცა მის მეორე სართულზე შემორჩენილია ხის აჟურულმოაჯირიანი აივანი, რომელიც თაღის მხარეს კბილანებითაა მორთული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4893
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სულხან-საბას ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79889805
Y: 41.69325696