{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4284?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4284?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4284?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4284",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4284,
    "ID" : 4284,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი ",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, სამსართულიანი სახლი, გეგმაში, ლათინური \"უ\"-ს მსგავსია, აგებულია ე.წ. \"ნიკოლოზის აგურით\". შენობა, მარცხენა მხრიდან, განაშენიანებაშია ჩართული, მარჯვენა მხრიდან კი შელესილი, ყრუ კედლით შ. მღვიმელის ქუჩის პერპენდიკულარულად განვითარებულ ჩიხზე გადის. სახლი ისტორიულ პირთანაა დაკავშირებული, აქ ცხოვრობდა შიო მღვიმელი.\nმთავარი, შელესილი ფასადის მორთულობა თავშეკავებულია. ფასადის სიმერტიის შუა ღერძზე სადარბაზოს სწორკუთხა კარია გაჭრილი, ზემოთკენ, ის მეორე სართულის არეში შეჭრილი  ფანჯრით გრძელდება, რომელსაც ლითონის აჟურული, ორქანობა გადახურვის მქონე წინფარა აქვს მიდგმული. კარის მარჯვნივ ეზოში შესასვლელი, სწორკუთხა, ლითონის ჭიშკარშებმული გვირაბია მოთავსებული. მარცხნივ კი საგრძნობლად ქვემოთ დაწეული, ნახევარსარდაფის სწორკუთხა, ორი ფანჯარაა გაჭრილი. აღნიშნული მონაკვეთის კედელი თეთრადაა დაფერილი, გლუვია და მეორე სართულისგან ჰორიზონტალური სარტყელითაა გამიჯნული. \nმეორე სართულის სწორკუთხა Fფანჯრები გლუვ კედელს ანაწევრებს. მხოლოდ, სადარბაზოს კარის თავზე მდებარე ღიობს აუყვება, ორივე მხარეს, სადა, გლუვზედაპირიანი პილასტრები. აღნიშნული სართულიც, მესამისგან, ხსენებული სარტყელის იდენტური ზოლით გამოიყოფა. \nმესამე სართული, პირველ ორთან შედარებით, ყველაზე მორთულია: მისი სწორკუთხა ღიობები არშიის გარეშეა დატოვებული, მხოლოდ, ქვედა ჰორიზონტალური ნაწილებია შვერილი სარტყელით მონიშნული. ეს სარტყელი წყდება მხოლოდ, შეკიდულ და ჭვირულ, ლითონის აივნებთან, რომლებიც მიდგმულია მარცხნიდან მეორე და მეოთხე კარის ღიობს. ცენტრალური ფანჯარა აქაც მეორე სართულის იდენტური პილასტრებითაა ფლანკირებული. \nფასადი დასრულებულია შვერილი კარნიზით, რომელშიც, ფანჯარათა ასწვრივ, ორნაწილიანი, \"საჭექი ქვებია\" ჩამაგრებული. კარნიზს მოსდევს სწორკუთხა ჩაღრმავებებიანი პარაპეტი, საკუთრივ ჩაღრმავებებში კი ჰორიზონტალურად წაგრძელებული, შვერილი მართკუთხედებია მოთავსებული. ფასადის მთელი ეს ნაწილი ღია, ტერაკოტისფერითაა დაფერილი. \nმართკუთხა ეზოს, შენობა სამი მხრიდან შემოწერს. მეოთხე მხრიდან, პირველი სართულის სიმაღლეზე, აგურის, შეულესავი კედელია. ეზოს მხარეს ღია აივნებია, მხოლოდ, მათი ნაწილია გადაკეთებული შუშაბანდებად. სახლი აშენებულია XX საუკუნის დასაწყისში. მისი მთავარი ფასადის მორთულობაში შეინიშნება კლასიციზმის ნიშნები. \n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5104",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "შიო მღვიმელის ქ./7",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 ს-ის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მემორიალური",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.782059879999998,
    "Y" : 41.711044579999999
  }
}