{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4282?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4282?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4282?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4282",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4282,
    "ID" : 4282,
    "Name" : "ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი",
    "FullName" : "ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი   ",
    "Description" : "თბილისის დღევანდელი ოპერისა და ბალეტის თეატრი 1880-1896 წლებში აიგო პეტერბურგელი არქიტექტორის,  გერმანელი ვ. შრეტერის პროექტის მიხედვით. თეატრის გეგმის პროტოტიპად რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის ცნობილი თეატრი იყო აღებული. ახალი თეატრის აშენების იდეა თამამშევისეული ძველი თეატრის დაწვისთანავე (1874წ.) დაიბადა. 1876 წელს გამოცხადდა კონკურსი და 1877 წლის 1 იანვარისათვის წარდგენილ იქნა ოთხი პროექტი. კონკურსში გაიმარჯვა შრეტერის პროექტმა. მისი მესამე ვარიანტი დამტკიცდა 1880 წელს. მშენებლობაც იმავე წელს დაიწყო და მხოლოდ 16 წლის შემდეგ 1896 წელს დასრულდა. ფასადების მავრული სტილის სამოსელს კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი მუქი და ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლები, მუშარაბიანი სარკმლები, ისრული და ნალისებური თაღები, ფართო სვეტისთავებიანი წვრილი სვეტები, სტალაქტიტებით შემკული დეკორატიული კოშკურები, ხალიჩასავით მოფენილი და არშიებად გაყოლებული ორნამენტები ქმნის. მთავარი ფასადის აქცენტს წარმოადგენს ორსართულიანი პორტიკი, რომელიც ქვემოთ, პირველ სართულზე შესასვლელის წინ, ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს, ხოლო მეორე სართლზე „მავრული“ თაღედით გახსნილ ტერასას. სწორედ მის ფასადის როზეტებშია ჩართული ნაგებობის მშენებლობის თარიღი. მინაშენი კოშკურებით გვირგვინდება, რაც საერთო გადაწყვეტით მძლავრ აქცეტს ქმნის მთავარ ფასადზე. ნაგებობის გვერდით ფასადებშიც არის ჩართული თაღოვანი ლოჯიები, ღია გალერეები და ტერასები, რაც გახსნილ ხასიათს ანიჭებს ფასადების საერთო გადაწყვეტას. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აქ იგრძნობა ფორმათა ერთგვარი სიმშრალე და დაქუცმაცებულობა, ხელოვნურობა. მავრიტანული სტილი გვხვდება ნაგებობის ინტერიერშიც. მაგრამ სახსრების სიმცირის გამო მორთულობის სიმდიდრეზე უარი თვქეს არქიტექტორებმა და განათებისა და გათბობის მოწყობა აირჩიეს. მორთულობისთვის კი ნაძერწი სამკაულების ნაცვლად, საღებავებით დახატულს დასჯერდნენ. მხატვრობის მოტივები მავრული ორნამენტაციის ცნობილი რეპერტუარიდანაა აღებული. ვხვდებით ნაძერწ სტალაქტიტებს, ლოჟები კი ხის სახეებით არის მორთული. ინტერიერში XIX საუკუნის სიახლეებს ვხვდებით – თუჯისა და რკინის კონსტრუქციების სახით: მეოთხე იარუსის წვრილი სვეტების აწოწილი ღეროები და მათ შორის და პლაფონის სიბტყეს შორის გაკეთებული აჟურულივე სამკუთხედები. 1954 წლამდე ეს აჟურული სამკაულები თუჯისა იყო. 1954 წლის შეკეთების დროს სახე უცვალეს დარბაზის მხოლოდ მორთულობას, ხოლო მთელი ხუროთმოძრვრული სტრუქტურა უცვლელი დარჩა, ისევე როგორც მისი გარე სახე. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4825",
    "CategoryName" : "ეროვნული",
    "CategoryDocDate" : "2018-06-08",
    "CategoryDocNumber" : "321",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "რუსთაველის გამზ./25.ლაღიძე რევაზის ქ./1",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული, 1896წ.",
    "InitialFunction" : "\nმემორიალური \u003e\u003eპიროვნებასთან დაკავშირებული;მემორიალური \u003e\u003eმოვლენასთან დაკავშირებული;",
    "CurrentFunction" : "კულტურა\u003e\u003eთეატრი;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების,მემორიალური",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796273190000001,
    "Y" : 41.701129829999999
  }
}