ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4281
ObjectID: 4281
ID: 4281
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ნაგებობა ორსართულიანია, აგურით არის ნაგები და შელესილია. მთავარი ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. ამ კედლის დომინანტს მეორე სართულის დონეზე მოწყობილი, ხის შუშაბანდისმაგვარი, დახურული აივანი წარმოადგენს. მას სამი ფანჯარა აქვს, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ვიწრო, გეგმაში წრიული სვეტებით, გვერდითა კედლები მთელ სიმაღლეზე ხის ფიცრებით არის დაფარული. აივნის ორსავ მხარეს ორ-ორი თაღოვანი სარკმელია ჩასმული, მათ თავზე სადა წარბებია, რომლებიც ბოლოებში ვერტიკალური გადანაკეცებით ებმის ერთმანეთს. რაც შეეხება პირველ სართულს, აქ გვაქვს ხუთი დაბალთაღოვანი და სწორკუთხა სარკმელი; მარჯვენა მხარეს კი მეექვსე ღიობია გაჭრილი, რომელიც ნაგებობის მარჯვენა მხარეს არსებულ მინაშენშია განთავსებული. ეს მიშენება ფასადის კომპოზიციის სიმეტრიულობას არღვევს და მარტივი აღსაქმელია, რომ ის მოგვიანებით არის დამატებული. მთავარი ფასადი კიდეებში სადა პილასტრებითაა მოზღუდული, ხოლო ზემოთ რამდენიმე რელიეფური ზოლისგან შემდგარი კარნიზით სრულდება. მთავარი ფასადის მომიჯნავე მარჯვენა კედელს სრულიად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე, ასევეა მარცხენა ფასადიც. რაც შეეხება ეზოს, მიწის სართულზე მოწყობილია სარდაფი, რამდენიმე ჩასასვლელი კარით. კარები ხისაა და მიწის დონიდან ხუთი საფეხურით დაბლაა. სარდაფი შეგნიდან თაღოვანია და დაახლოებით 3 მეტრი სიმაღლის უნდა იყოს. ეზოს ფასადის პირველი სართული შუშაბანდია, რომელსაც მრავალი გადაკეთების კვალი ატყვია. მეორე სართულზე ხის აივანია მთელ სიგრძეზე მოწყობილი. აივანს ხის სადა მოაჯირი აქვს და მისი გადახურვა გეგმაში წრიული სვეტების რიგს ეყრდნობა. ამ ფასადის მარჯვენა ნაწილზე კიბეა მოწყობილი, რაც ამ შენობასა და ეზოში არსებულ მცირე ნაგებობას ერთმანეთთან აკავშირებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2020-02-13
StatusDocNumber: 250
RegistryN: 7751
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უკლება კირილეს ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79438403
Y: 41.69581112