ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4278
ObjectID: 4278
ID: 4278
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური, გალერეებიანი წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს ბაროკოს, კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია ასიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით და დასრულებულია ყრუ, დეკორირებული პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია, პირველი სართული დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით არის დამუშავებული. აღსანიშნავია მოზრდილი ხის აივანი, რომელიც გამოირჩევა ჭვირული ხეზე ჭრის დეტალებით, სვეტებისა და ლავგარდანის დამუშავებით. ასევე არის მეორე, მოგვიანებით მიშენებული ლითონის აივანი. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა პროფილირებული კარნიზები, იონიკები კარნიზის ქვეშ, დეკორატიული კრონშტეინები, საჭექი ქვები, ტონდოები და პროფილირებული საპირეები. სახლის ორივე, გვერდიგვერდ განლაგებული სადარბაზო შელესილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და ხის მოაჯირი. შესასვლელი კარები გამოირჩევა ჩუქურთმიანი ლითონის ცხაურებით და ხის დეტალების დამუშავებით. შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების და შუშაბანდების კომპოზიციით. ისინი გამოირჩევა ხის სადა და ჭვირული მოაჯირებით, ასევე სვეტების კაპიტელების და მათი თავსართების დამუშავებით. სახლი ხის კრონშტეინებიანი ლავგარდანით არის დასრულებული. ეზოში გვხვდება მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბე. საცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ამაღლების ქუჩის მხრიდან შენობის კედელში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელისა და ლითონის ჭიშკრის მეშვეობით. ეზოში მდებარეობს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3765
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ამაღლების ქ./31/33
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79192189
Y: 41.68957819