ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4277
ObjectID: 4277
ID: 4277
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ოტო იაკობ სიმონსონის მიერ დაპროექტებული ორსართულიანი ნაგებობა ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული. ის ეზოს შემცველია. მისი ფასადი ევროპული ხუროთმოძღვრული ფორმებით არის შემკული. შენობის ძირითად, მოზრდილი მოცულობის არასწორკუთხოვან ნაწილს ორივე მხრიდან ვიწრო ფრთები ერთვის. ხიდის ქუჩის მიმყოლად განლაგებულ ფლიგელს ხიდის მხარეს დამატებითი შენობა აგრძელებს, რომელიც თავდაპირველად ერთ სართულს წარმოადგენდა, მოგვიანებით ის გადაკეთდა და ორსართულიანი ნაგებობა აღიმართა. ათონელის ქუჩის მხარეს, მარცხნივ, შენობის ნაწილი საბჭოთა დროს მოანგრიეს და ერთ სართულიანი ნაგებობა ძირითადი შენობიდან განცალკევებით დარჩა, რომელიც მას მხოლოდ ეზოს მხრიდან ებმის. ორივე ქუჩისაკენ მიმართული ფასადი ასიმეტრიულია. ხიდის ქუჩისაკენ მისი პირველი სართული დიდი ზომის ღიობებით არის დანაწევრებული, მეორე სართულზე კი შეწყვილებული დორიული პილასტრებისა და სტანდარტული სადა საპირეებით შემოსაზღვრული სარკმლების თანმიმდევრული რიგია მოთავსებული. ღიობები დეკორატიულ საჭექ ქვაზე დაყრდნობილი კლასიცისტური თაროებით არის გაფორმებული. კუთხის ფლიგელს სამწახნაგოვანი ფლიგელის ფასადი ბაროკოს ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ხერხით, პილასტრებითა და მათ უკან მოთავსებული ნახევარპილასტრებით არის შემოსაზღვრული. მათ შორის ორ-ორი ღიობია გაჭრილი, რომლებსაც მძიმე, მასიური ცხაურით შემოსაზღვრული ფრანგული და სტანდარტული აივნები ერთვის. ათონელის ქუჩის მხრიდან ანალოგიური სამკაულია გამოყენებული, იმ განსხვავებით, რომ კლასიცისტურ თაროებს შორის ერთადერთი რკალური ფრონტონია მოქცეული. შენობაში მთავარი, პომპეზური შესასვლელი სწორედ აღნიშნული ქუჩის მხრიდან არის მოწყობილი. აღწერილ სახლს ღირსშესანიშნავი სადარბაზო აქვს. კიბის უჯრედი ოვალური ფორმისაა და ჭერში მოწყობილი ბუნებრივი განათების წყაროთი ნათდება. ოვალურ კიბეს რკინის აჟურული მოაჯირი საზღვრავს. აღსანიშნავია სადარბაზოს კედლის მხატვრობა. დახატულ რუსტირებულ კედლებზე ფერწერული პანოებია მოთავსებული, რომლებზეც მარინისტული და ქალაქის პეიზაჟებია გამოსახული. შენობას ეზოს მხრიდან ხის აივნები და შუშაბანდები ერთვის. რელიეფის დაფერდების გამო ნაგებობას ერთი სართული ემატება. თავდაპირველი ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული ხის აივნები, რომლებიც შენობას შემოუყვება, დროთა განმავლობაში შეიცვალა და შუშაბანდებად გადაკეთდა. მათ შორის, პატარა მომრგვალებულკუთხიანი შუშაბანდია წინ გამოწეული. ეზოს მტკვრის დამშრალი შტოსკენ დიდწილად შემორჩენილი ძველი საყრდენი კედელი ერთვის. ნაგებობის ფასადების კომპოზიციები კარგად არის გააზრებული და მისი სისადავე თვალშისაცემია. აღწერილი შენობა, მის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ყოფილი ,,გრანდ-ოტელის" შენობასთან ერთად ხიდისა და ათონელის ქუჩათა მოხაზულობას გამოკვეთს და თითქოს ერთიან ანსამბლსაც კი ქმნის. გარდა ურბანული მნიშვნელობისა, შენობის ღირსშესანიშნავი სადარბაზო მას თბილისის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად აქცევს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3736
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ათონელის ქ./31.ხიდის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი, 1870წ.
InitialFunction: მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული; საცხოვრისი>>სასტუმრო; საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი; სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80184357
Y: 41.70018333